I Love You - Billie Eilish
________ჯიმინი სულს უბერავს რამიონს და ისე აჭმევს ჯონგუკს, რადგან დარწმუნდეს, რომ მისი ყელისთვის ზედმეტად ცხელი არ იქნება. იმის მერე, ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. მით უმეტეს, ოთახში მათთან ერთად იუნგია, რომელიც აღელვებული მზერით იყურება ფანჯრიდან.
ყველგან სიჩუმეა, თუმცა უცნაურად დამამშვიდებელი სიჩუმე.
არა ისეთი სახის, რომელიც ინტენსიურ ან ოდნავ არასასიამოვნო გარემოს შექმნიდა, ამ საღამოს მოვლენების შემდეგ.
უბრალოდ... ნეტარების სიმშვიდე.
სარდაფიდან გამოსვლის შემდეგ, იქაურობიდან ისე სწრაფად უნდა წამოსულიყვნენ, რამდენადაც შესაძლებელი იყო. რადგან ჯიმინს მანქანის მართვა არ შეუძლია, ხოლო ჯონგუკი ისეთ მდგომარეობაში არ იყო, რომ საჭესთან დამჯდარიყო, უფროსმა იმ ერთადერთი ადამიანს დაურეკა, რომელსაც ამ დროისთვის ენდობა.
ჯიმინის გარდა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჯონგუკის კარგად ყოფნაზე ზრუნავს.
იუნგი.
პაკი მას ჯონის ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა, რომელიც ყავის მაგიდაზე იპოვა და რამდენიმე მოუთმენელი ზარის შემდეგ, იუნგიმ საბოლოოდ ყურმილი აიღო. აშკარად, დაბნეული და გაბრაზებული იყო, ვინაიდან საკონტაქტო სახელზე არც დაუხედავს, თუმცა იმ წამსვე, როდესაც ბიჭის აღელვებული ხმა გაიგონა ტელეფონის მეორე მხრიდან, ჯონების მისამართზე წავიდა, რომელიც ჯიმინმა ძლივს აუხსნა ენის ბორძიკით.
მალევე მივიდა მათთან და წაბლისფერთმიანს, ბიჭის მანქანაში ჩასმაში მიეხმარა. იმაზეც მოასწრეს ჩხუბი, წაიყვანდნენ თუ არა ჯონგუკს საავადმყოფოში, მიუხედავად იმისა, რომ შავგვრემანმა იქ წასვლაზე უარი განაცხადა, რადგან მათ, მის მშობლებთან დალაპარაკება მოუნდებოდათ ან ჰკითხავდნენ თუ რა მოხდა, ის კი ვერაფერს უპასუხებდა. მათი ჩხუბი ისეთ ცუდ რაღაცაში გადაიზარდა, რომ ჯონგუკმა შემოტევისგან ტირილიც კი დაიწყო, ამიტომ ის ჯიმინის სახლში წაიყვანეს პირველადი დახმარებისთვის.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...