14

402 64 34
                                    

Unsteady - X Ambassador
______

ჯიმინი წარბებს კრავს, როდესაც კარზე აკაკუნებს და ჯონგუკის სახელის კიდევ ერთხელ წარმოთქმას ცდილობს. ის ოდნავ შეშფოთებულია და ვერ იძინებს. აპირებს, რომ მას... შესაძლოა... ერთად დაძინება სთხოვოს?

იდიოტური ფიქრები. მაგრამ ჯიმინმა იცის, რომ, თუ ჯონგუკი მასთან ერთად იქნება, ის თავს უკეთ იგრძნობს.

უბრალოდ მის გვერდით.

ისინი ერთმანეთს არც შეეხებიან, უბრალოდ იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც მასთან ახლოსაა, ბიჭს ამშვიდებს.

მან ჯერ ისიც კი ვერ გაიაზრა, რომ გასულ ღამეს მათ უკვე ეძინათ ერთად, ერთ საწოლში.

თუმცა, წამები წუთებში იზრდება და ჯონგუკი აბაზანიდან კვლავ არ გამოდის. ამიტომ ჯიმინი შიგნით შესვლას და შემოწმებას აპირებს.

მაგრამ, იქნებ ისაქმებს?

ჯიმინი თავი აქნევს, ფიქრების გასაფანტად და მის გონებას უფრო ჩახლართული აზრები იკავებს. როდესაც პაკი აბაზანაშია და პასუხს არ აბრუნებს... მუდამ თავის დახრჩობას ან ტაბლეტების მიღებას ცდილობს.

არა, ჯონგუკი ჩემნაირი არ არის.

მას არ უწევს ბრძოლა, შედეგამდე მისაღწევად.

თუმცა, ნერვიულობის განცდა მას, მაინც არ ტოვებს.

საშინელი გრძნობაა.

-შიგნით შევალ, -ჯიმინი სახელურს ხელს კიდებს და კარს აღებს.

წამიერად სუნთქვას წყვეტს.

პაკი უფრო საშინელებაზე ფიქრობდა, ამ დროს კი... საქმე ამაში სულაც არ ყოფილა. ახლა, მის წინ, ჯონგუკი დგას, რომელსაც პირსახოცი მხოლოდ წელზე აქვს შემოხვეული.

ოჰ ღმერთო....

ჯიმინი უკონტროლოდ აშტერდება დახვეწილ მკერდს და კარგად გამოყვანილ პრესს, რომელიც აშკარად ყოველდღიური ვარჯიშის დამსახურებაა.

Broken Dollies •Jikook•Wo Geschichten leben. Entdecke jetzt