6

485 64 15
                                    

Warning: ამ თავში იქნება სუიციდის მცდელობა და დეპრესია, ამიტომ თუ ზედმეტია თქვენთვის შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს თავი.

სიმღერა ამ თავისთვის:

Beautiful pain - Eminem ft Sia

___________

ჯონგუკი კანკალებს. მაშინვე კანკალს იწყებს, როდესაც თავის სახლში მიმავალ გზას ადგება. მის გონებაში მხოლოდ დღევანდელი საღამოს მოვლენები და ჯიმინის შეშინებული წითელი თვალები ტრიალებს. ის უემოციო და დაღლილია.

დაიღალა თავისი ცხოვრებით.

პატარა ბიჭის სიტყვები მის გონებაში ცირკულირებს, ზუსტად ისე როგორც გაფუჭებული ჩამწერის ხმა. როდესაც სახლში მიდის, სწრაფად არბის თავის ოთახში და კარს ხურავს.

,,რომ იცოდე რისი გადატანა მიწევს, მიხვდებოდი რამდენად უაზრობაა, იმაზე საუბრის დაძალება, თუ რას ვფიქრობ ან განვიცდი"

,,შენ ვერ გაიგებ ამას, რადგან ყველა მხრივ იდეალური ცხოვრება გაქვს"

ჯონგუკი ყველა უჯრას ატრიალებს და ამ ჯანდაბურ ნივთს ეძებს. ის უფრო და უფრო ბრაზდება, როდესაც ვერ პოულობს მას. დღევანდელი დღის ზეწოლა კვლავ მხრებზე აწევს. არავის ადარდებს ის, მხოლოდ მის რეპუტაციაზე ზრუნავენ. ისინი მასში კარგ ადამიანს კი არა, პოპულარულ და უტვინო ბიჭს ხედავენ, კუნთებით.

ვერ ამჩნევენ მის რეალურ სახეს.

ჯონგუკს მენტალური კრიზისი აქვს, მაგრამ ეს გრძნობა იმწამსვე ქრება, მისი საუკეთესო მეგობრის პოვნისას. ის ღრმად ოხრავს და ნიჟარას ებღაუჭება, საკუთარი ანარეკლის დანახვისას.

ჯონგუკს ხელები უკანკალებს, როდესაც ბრიტვას მკლავზე იმ ადგილს იჭერს, რომელზეც ჯერ ჭრილობა არ ჰქონია. არც დაფიქრებულა, ისე ისმევს ბასრ საგანს კანზე და ნაცნობი ტკივილის გამო შვებისგან სუნთქავს. ფსიქოლოგიური ტკივილი ემოციურ ტკივილში იზრდება.

Broken Dollies •Jikook•Wo Geschichten leben. Entdecke jetzt