35

332 54 40
                                    

Why'd You Only Call Me when You're High? - Arctic Monkeys
_________

ჯიმინი, ახლად შეღებილ, წაბლისფერ თმას აკვირდება კმაყოფილი, და ტუჩებზე ღიმილი ეკვრის, როდესაც ჯონგუკის მანუგეშებელი სიტყვები, მის გონებაში განაგრძნობს ტრიალს და მასაც ღიმილი უფართოვდება.

გასულ ღამეს, მათ ღრმა საუბარი ჰქონდათ, სილამაზის სტანდარტებზე, დღევანდელ საზოგადოებაში. ჯონგუკმა აღნიშნა, თუ რამდენად ძლიერ ცდილობს ხალხი, იყვნენ იდეალურები და ისინი ფიქრობენ, რომ სრულყოფილება სილამაზეშია, თუმცა საზოგადოება მათ, თავს უშნოდ აგრძნობინებს. არ იცის რატომ, მაგრამ ამ სიტყვებმა ჯიმინში რაღაც აღძრა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უმცროსმა აღნიშნა ყველაფერი, რაც მასში უყვარს.

ამიტომ, ის უკვე დიდი ხანია საკუთარ თავს აშტერდება სარკეში და ცდილობს შეამჩნიოს, თუ რა დაინახა ჯონგუკმა მასში.

-საყვარელი, პატარა ცხვირი.

ის თვალებს თავის ცხვირს აპყრობს, სახეს ჭმუჭნის და კიდევ უამრავი უცნაურ მიმიკას აკეთებს, თუმცა მისი ცხვირი ადგილს არ იცვლის. ყველანაირად ცდილობს, მისი სხეულის ამ ნაწილის საყვარლად წარმოჩენას.

კიდევ ცოტა ხნიანი ყურების და სახის გამომეტყველებების დატესტვის შემდეგ, მას საკუთარი ცხვირი უყვარდება.

-ფართო თვალები, რომელიც ნახევარმთვარეს ემსგავსება, ღიმილისას.

ის თვალებს აბრიალებს, ფართოდ იღიმის და ღრმად ოხრავს, როდესაც ხედავს, თუ როგორ ირეკლავს მისი თვალები, მის თითოეული გამომეტყველებას.

ჯიმინს საკუთარი თვალები უყვარდება.

-ფუმფულა ლოყები.

ის ლოყებს ათამაშებს, ჯერ ერთს სწევს ზემოდ, მერე მეორეს, ბოლოს კი იღიმის და ლოყებიც თავისუფლად ემორჩილება.

Broken Dollies •Jikook•Where stories live. Discover now