Idol - BTS
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მიხვდებით რატომაც.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!
___________ჯონგუკი ატყობს, რომ ჯიმინი ყველა თავის გადაწყვეტილებას ნანობს, რომელიც ცხოვრების განმავლობაში მიუღია.
ის ოდნავადაც არაა გაოცებული.
ასე ვთქვათ, ჯიმინს არ აქვს გამოცდილება სოციალურ ცხოვრებაში.
ამიტომ, ჯონგუკს ძალიან გაუკვირდა, როდესაც ჯიმინმა აღნიშნა, რომ მის მეგობრებთან უნდოდა შეხვედრა. ამის თქმის მერე შავგვრემანი ოდნავ დაპანიკდა კიდეც. უფროსი იმ დღის მერე ოდნავ უცნაურად იქცევა, რაც ჯონგუკი ფაქტობრივად შიშველი ნახა სააბაზანოში. ის გახდა... უფრო... ენთუზიაზმით სავსე? შესაძლოა ოდნავ უფრო... პოზიტიური? და ზუსტად ეს არის უცნაური, რადგან აქამდე ასეთი არ ყოფილა. ის ბედნიერია იმითი, რომ მას იმაზე ბევრად უფრო ბედნიერს ხედავს, ვიდრე აქამდე.
თუმცა არ უფიქრია, რომ მისი ენთუზიაზმი იმდენად შორს წავიდოდა, რომ მის მეგობრებთან შეხვედრას მოინდომებდა. აქამდეც ბევრჯერ უთხოვია ჯიმინისთვის მათთან შეხვედრა, თუმცა ის მუდმივ უარზე იყო. ახლა კი არ იცის... უნდა უხაროდეს თუ ეშინოდეს.
ჯონგუკმა იცის, ჯიმინი მათთან გახსნას არ აპირებს, ამიტომ არ უნდა, რომ მასზე ზეწოლა მოახდინოს და ის აიძულოს, რისი გაკეთებაც არ უნდა.
ის ხვდება, რომ წაბლისფერთმიანი კვლავ ყალბი ღიმილის ნიღაბს იკრავს, როდესაც გასართობ პარკში შედიან.
თუმცა, თავისი შფოთვის დამალვას ცდილობს.
ყველაფერი მხოლოდ ჯონგუკისთვის.
ჯონგუკი თავს ზემოთ წევს და ბიჭებს ხედავს, რომლებიც შესასვლელთან დგანან და იცინიან. როდესაც მისი და თეჰიონის მზერა ერთმანეთს ხვდება, ის თავისი საფირმო, ნათელი ღიმილით ასაჩუქრებს ჯონს.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...