22

340 64 29
                                    

Let Me Down Slowly - Alec Benjamin
_________

ჯიმინი წარბებს კრავს, როდესაც ჯონგუკი საწოლიდან დგება. თვალს აყოლებს უმცროსს, რომელიც თმებში ხელებს იცურებს, ემოციური გამომეტყველებით სახეზე.

რა მოხდა?

ქერა საწოლზე ჯდება, როდესაც მაღალი ფეხსაცმელს იცვამს, -სად მიდიხარ?

-უბრალოდ, უნდა წავიდე.

ჯიმინს გონებაში წითელი ენთება და ფეხზე დგება, -მაგრამ მხოლოდ ახლა-

-ხო, ახლა კი ნამდვილად უნდა წავიდე, -ლუღლუღებს ჯონგუკი და ფანჯარას აღებს.

უფროსს მკერდის არეში შფოთვის ტალღა უვლის, ამიტომ ბიჭთან მიდის, მკლავში ხელს ავლებს და ძალდატანებით აბრუნებს. ჯიმინს, მის ცივ გამომეტყველებაზე ტირილი უნდა.

ასე რატომ უყურებს?

ძალიან უცნაური გრძნობაა და... მტკივნეული?

-საყვარელო, -ჩურჩულებს, ხელს მაღლა წევს და ჯონგუკის სახეზე ათავსებს, -რა მოხდა?

სურს გაიგოს, თუ რატომ არის ასეთი გაბრაზებული. ორი წუთის წინ კარგად იყვნენ. მას არ უნდა ჯიმინის იუნგისთან ყოფნა?

ჯონი ქვედა ტუჩს კბენს, ცრემლების შესაკავებლად, -არაფერი. უბრალოდ ეგოისტი ვარ, თან საუკეთესო დღე არ მქონია... ან კვირა... ან თვე.

ბიჭს ამაზე გული უმძიმდება და ხელებს გარშემო ჰხვევს, რადგან თავი კომფორტულად აგრძნობინოს.

მან არ იცის, რომ ჯონგუკი თავს ძალიან სუსტად გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკობდნენ, კარგად გამოიყურებოდა.

მაგრამ წესით, მან უკეთესად უნდა იცოდეს, რომ ნიღაბს არ უნდა ენდოს.

ჯონს არ სურს, მისი ჩახუტებისგან გამოწვეული კომფორტის შეგრძნება.

უნდა, რომ გაბრაზებული იყოს.

უნდა, რომ წყენა იგრძნოს.

ამიტომ ბიჭის ხელებს იშორებს და ერთ ადგილას შეშდება, როდესაც მის თვალებში ჩამდგარ ცრემლებს ხედავს.

Broken Dollies •Jikook•Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz