Saturn - Sleeping At Last
_______ჯიმინი უკვე სამი საათია ჯონგუკის საწოლზე წევს და ტირის, რადგან რამდენიმე საათი გავიდა და მისგან არაფერი ისმის.
არანაირი ნიშანი.
რატომ არაფერი უთხრა იმის შესახებ, რომ მიდიოდა?
რატომ არაფერი უთქვამს თეჰიონთან ჩემზე?
როგორ ხდება, რომ მხოლოდ ის და იუნგი ღელავენ, დანარჩენებს კი არ ადარდებთ?
მართალია, რაც ჯონგუკმა უთხრა? მის მეგობრებზე? რომ მათ სინმადვილეში არ აღელვებთ ის ისე, როგორც აჩვენებენ ან ამბობენ ამას. საჭიროა, მხოლოდ თქვას, რომ ,,კარგადაა" და ისინი სწრაფად დაივიწყებენ ყველაფერს.
ჯიმინი უარს აცხადებდა ამის დაჯერებაზე, რადგან დრო გადიოდა და ის უფრო უახლოვდებოდა მათ, განსაკუთრებით თეჰიონს, თუმცა ამ კვირის შემდეგ, ჯონგუკის არყოფნით და იმ ფაქტით, რომ ისინი არ ერეოდნენ, როდესაც ხალხი მის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, მიხვდა, რომ შავგვრემანი მართალი იყო.
მათ, მხოლოდ, საკუთარი პრობლემები ადარდებთ.
ეს რა სახის მეგობრებაა? მათ არაფერი იციან ჯონგუკის ცხოვრების შესახებ, თუ უბრალოდ არ აინტერესებთ? ჯიმინს რომ არაფერი სცოდნოდა მისი ცხოვრების შესახებ, მაინც ინერვიულებდა ჯონზე. ჯანდაბა, იუნგიც ძალიან ღელავს, მიუხედავად იმისა, რომ ის და ჯონგუკი ახლოსაც კი არ არიან.
შეიძლება... პირველად არ აკეთებს ასეთ რაღაცას... და ბიჭები უბრალოდ შეჩვეულები არიან... ამიტომ აღარ ნერვიულობენ...
არა, პაკი ასეთი არ გახდება, რადგან მათგან განსხვავებით, გულში ღრმად სჯერა და თავისი ინსტიქტით ხვდება, რომ რაღაც ხდება.
ვერ მოისვენებს იქამდე, სანამ არ გაიგებს, რომ ჯონგუკი კარგად არის. თუმცა... იქნებ, თავად მას არ უნდა ჯიმინთან ყოფნა?
იქნებ, ყველა მართალია? რომ სანერვიულო არაფერია და ეს მხოლოდ მისი ფიქრებია?
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...