Somebody That I Use To Know - Gotye
_________ჯიმინი უზარმაზარი ხის სახლის წინ დგას და ხელები უკანკალებს. ის და იუნგი კარის გაღებას ელოდებიან.
ჯონგუკის მანქანა აქ დგას.
და მასაც ჰგონია, რომ წამიღა აკლია სიკვდილამდე.
-ასე ძალიან რატომ ნერვიულობ? -კითხულობს იუნგი და ცერა თითით ეფერება ხელზე.
პაკი ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და დაბლა იყურება, -ის აქ არის... მას ვძულვარ, იუნგი.
ამ სახის ფიქრები არ წყვეტენ ცირკულირებას მის გონებაში. ეს კი, მის მაჯაზე ახალი ნაიარევების მიზეზი გახდა. ჯიმინი ღრმა სუნთქვით ცდილობს ფილტვებში ჟანგბადის ნაკლებობის ანაზღაურებას, თუმცა კვლავ არაფერი გამოსდის. ის ძალიან ახლოს იყო.
ძალიან ახლოს.
რომ ყველაფერზე ხელი ჩაექნია.
რომ საბოლოოდ სიმშვიდე ეპოვნა.
თუმცა, მამამისმა გამოიჭირა და აბაზანიდან გამოთრია. მას ჯიმინისთვის ამოსუნთქვის საშუალებაც არ მიუცია და მაშინვე ქამრით ცემა.
სასჯელი იმისათვის, რომ თითქმის ცოდვა ჩაიდინა.
ყველაზე დიდი ცოდვა.
სიცოცხლის დასრულება.
ხოლო, ამ დროის განმავლობაში, ის მხოლოდ ჯონგუკის ნუგეშზე ფიქრობდა. მის ღიმილზე, რომელსაც მხოლოდ მაშინ ხედავს, როდესაც მეგობრებთანაა. ცივი მზერა, როდესაც თვალით კონტაქტს ამყარებენ. და ცივი გამომეტყველება სახეზე, როცა უფროსი მასთან ლაპარაკს ცდილობს სკოლაში.
ის მას აიგნორებს.
ისე, თითქოს არც არსებობდეს.
აქ მოსვლა საშინელი შეცდომა იყო, მაგრამ ის ამას თეჰიონისთვის აკეთებს. კიმი ყოველთვის უცვლელი რჩება მასთან საუბარში, როდესაც ისინი ერთად არიან კლასში, ამ ჰიპერაქტიური დამოკიდებულებით.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...