Girl Crush - Little Big Town
________ჯონგუკი სკოლის დერეფანში მიაბიჯებს, როგორც ყოველთვის თავი მაღლა უჭირავს და თვალები ნაზად უნათებს, თუმცა, თითქოს რაღაც ისე არ არის.
ის თავდაჯერებულად აღარ იღიმის, ამის ნაცვლად წარბები აქვს შეკრული.
დაიღალა ყალბი ღიმილით.
ყელში ამოუვიდა, ყველა ამ საშინელი სკოლიდან.
შავგვრემანი თავის კარადას უახლოვდება, გვერდზე გადადების ნაცვლად, ყველა წერილს იატაკზე ყრის და წიგნებს შიგნით ალაგებს. მის სკოლაში ყველა თვალთმაქცია და ჯონგუკი უკვე დაიღალა ამით.
დაიღალა, თავის ბედნიერად მოჩვენებით, როდესაც საერთოდ არ არის.
რა არის ამ ხალხში ისეთი, რაც მას გააბედნიერებს?
ის, რომ ჯიმინს აწუხებენ?
ჯონგუკი კბილებს ერთმანეთზე აჭერს, როდესაც გუშინდელი დღე ახსენდება. აქამდე, მას არასოდეს უნახავს ამდენი სასტიკი ადამიანი ერთად, დედამიწაზე.
და მთელი სკოლა ასეთი ადამიანებითაა დავირუსებული.
თუმცა, მთლად ყველაც არა. ზუსტად ამ დროს, მოდიან მისი მეგობრები და მის საუბარში ჩათრევას ცდილობენ. თუმცა, ის ამაზე ვერ კონცენტრირდება, რადგან სისხლი უდუღს გაბრაზებისგან, რომლის შეკავებასაც უკვე დიდი ხანია ცდილობს.
სკოლის შემდეგ მას ჯიმინი არ უნახავს. როგორც ყოველთვის, ის საღამოთი ჯონგუკს სტუმრობს ხოლმე. ჯონმაც იფიქრა მასთან მისვლაზე, მაგრამ ამაში არ იყო დარწმუნებული, რადგან შეიძლება მას მარტო ყოფნა სდომებოდა.
გუშინდელი დღე უბრალოდ... ზედმეტი იყო!
-ჯონგუკ, -ბუტბუტებს ჰოსოკი და გვერდით უდგება, სხვა ბიჭების ხმების ფონზე, რომლებიც იმ კლასის მასწავლებელს ესაუბრებიან, რომელსაც ერთად იზიარებენ, -გაიგე რაც მოხდა?
როგორ არ გაიგებდა?
ყველა ამაზე საუბრობს. გუშინდელის შემდეგ, მხოლოდ ეს ესმის.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...