55

202 38 24
                                    

The Sun's Gone Dim and The Sky's Turned Black - Jóhann Jóhannsson
__________

ცხოვრება მინას ჰგავს: ის ფაქიზი და მაცდუნებელია.

რაც უფრო მეტად ეცდები მის დამსხვრევას, ისიც ნამცეცებად დაიშლება, თუმცა, როდესაც თითის წვერით შეეხები, მერწმუნეთ, თბილი სხეულიდან, მაშინვე სისხლი გადმოიღვრება. ცხოვრება ერთ დროს მშვენიერი იყო, მინასავით, ახლა კი სრულიად არაფრის დაქუცმაცებული გროვაა.

ზუსტად ასე გრძნობს ჯიმინი თავს, შინაგანად; როგორც ნამსხვრევებად ქცეული შუშა. ის არ მიეკუთვნება მინის იმ სახეობას, რომელიც ადვილად წებდება ერთმანეთზე. არამედ, მისი აწყობის შანსი, ძალზე მცირე და უიმედოც კია. ის ქვიშის გროვას ჰგავს.

ჯიმინი უემოციო თვალებით აკვირდება ჭერს, წმინდა წყალში წოლისას. მისი გონება და გული სრულიად ცარიელია. ის მხოლოდ პირში რკინის გემოს და საკუთარი სისხლის სუნს შეიგრძნობს. სხვა შემთხვევაში, სხეულზე შეხებასაც ვერ გრძნობს.

ფაქტობრივად უგრძნობია.

სიცოცხლე, რომელიც მას უკანასკნელ ბოჭკომდე აბედნიერებდა, ახლა უკვე მის სხეულს ისე ტოვებს, როგორც გვამს: ცოცხალს, დალურჯებულს, დამცირებულს, შეურაცხყოფილს, მანიპულირებულს, მარტოსულს.

მასში ოდესღაც არსებულმა ძლიერმა სულმა, ის საბოლოოდ დატოვა.

მისი ძველი 'მეს' კვალი აღარსად ჩანს.

-ვინ არის ჯონ ჯონგუკი?

ნაცნობი კითხვა ისმის ბნელ ოთახში, სადაც ფანჯრებიდან შემოსული სხივები, მხოლოდ მის შიშველ სხეულს ანათებს. ეს კითხვა რამდენიმე საათის წინ რომ დაესვათ, აუცილებლად შეევედრებოდა, რომ არაფერი დაეშავებინათ ამ სახელის უკან მყოფი ლამაზი ბიჭითვის. მხოლოდ საათების წინ, სიამაყით განაცხადებდა, რომ ის გეი და ჯონგუკის შეყვარებულია. მხოლოდ საათების წინ... ანათებდა მისი სიცოცხლით სავსე თვალები.

ახლა... ჯონგუკი მხოლოდ სახელია.

სახელი, რომელსაც მისთვის ტკივილის გარდა არაფერი მოაქვს.

-არავინ, -ერთფეროვნად პასუხობს ჯიმინი და კვლავ სინათლეზე განაგრძობს ფოკუსირებას.

მან ეს დაიმსახურა.

-რას ნიშნავს ის შენთვის?

ჯიმინი თვალებს ახამხამებს, -არაფერს.

-რას გრძნობს, მისი სახელის გაგებისას?

ბიჭი სქლას ყლაპავს ნერწყვს, -ტკივილს... არ გაიმეორო მისი სახელი.

-მოვიყვანო აქ?

-არა, -სწრაფად პასუხობს. მისი ხმა დრო და დრო უფრო უემოციო ხდება, -ეს მხოლოდ ტკივილს მომაყენებს.

-კარგია... ჩემი კარგი ბიჭი. ჩვენ შენ განგკურნეთ. ამინ.

ჯონგუკი არავინაა.

ჯონგუკი ტკივილია.

ჯიმინი უსაფრთხოდაა.

ჯიმინი... საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის.

_________
თქვენი აზრი გამიზიარეთ😭 თუნდაც ფიკზე და ამ თავზე

Broken Dollies •Jikook•Where stories live. Discover now