11

401 68 35
                                    

Losin Control - Russ
__________

-ჯიმინ! სკოლაში დაგაგვიანდება!

რა? მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?

ჯიმინი ხმამაღლა ოხრავს, როდესაც დედამისის ყვირილი ესმის პირველი სართულიდან და წინ იხრება ასადგომად, თუმცა ერთ ადგილას იყინება, როდესაც შეხებას გრძნობს ხელზე.

თვალები უფართოვდება და სისხლი აწვება ძარღვებში, დაბლა დახედვისას.

მის გვერდით ჯონგუკია, რომელსაც სძინავს.

და მისი ხელი მჭიდროდ უჭირავს.

ჯიმინს უნდა, რომ მიწამ ცოცხლად ჩაყლაპოს, მისი მთელი არსებობის გასანადგურებლად, ამ მომენტისთვის თვალის გასწორების თავიდან ასარიდებლად.

თუმცა, თავს ვერ აკონტროლებს და ბიჭს დაჟინებით უყურებს.

როგორ შეუძლია ასეთი მშვენიერი იყოს?

მართალია, თეჰიონი ძალიან სიმპათიურია, მაგრამ ჯონგუკი... ის არაამქვეყნიურია. მისი ნაკვთები ძალიან მიმზიდველია და მის სახეს იდეალურად ერგება.

ის ძალიან ლამაზია.

არა სიმპათიური, ლამაზი.

მისი თვალები, ჯონგუკის თხელ ტუჩებზე ჩერდება და წამიერად ღელვას იწყებს.

რისი გემო აქვს მის ტუჩებს?

მარწყვის თუ ალუბლის? ამ ორიდან რომლის ან იქნებ, თუნდაც სულ სხვა რამის?

ჯიმინი თავს აქნევს, ფიქრების გასაფანტად. ფრთხილად ჯდება უმცროსის გვერდით და ნელა არხევს გასაღვიძებლად.

შავგვრემანი თავიდან წარბსაც არ ხრის, თუმცა მალევე იღვიძებს და გამოსაფხიზლებლად რამდენჯერმე ახამხამებს თვალებს.

ჯიმინი ნაზად უღიმის, -დილა მშვიდობისა, მძინარავ.

-მოვკვდი? - ბუტბუტებს ჯონგუკი,
-რადგან ახლა, უდაოდ ანგელოზს ვხედავ.

ამ სიტყვების გამო, ჯიმინი შოკირებული რჩება. მას ხშირად არ ეუბნებიან ასეთ სასიამოვნო სიტყვებს, თუმცა ახლა,
ნელ-ნელა მოსწონს ისინი.

Broken Dollies •Jikook•Where stories live. Discover now