49

255 48 25
                                    

Here With Me - Susie Suh & Robot Koch
_________

-რა?... მ-მაგრამ... მათ თქვეს, რომ.... რა?

ღრმად ოხრავს ჯიმინი, როდესაც იუნგი ჯონგუკის ხელს იჭერს და უყვება, თუ რა ხდებოდა მთელი კვირის განმავლობაში, სანამ გაუჩინარებული იყო და არც ერთ დეტალს ტოვებს. უფროსი მის უკან ზის, ეხუტება, ნიკაპი მის მხარზე აქვს ჩამოდებული და აქეთ-იქით არხევს ბიჭს, რადგან შფოთვა და მწუხარება შეუმსუბუქოს, მთელი ისტორიის მოსმენისას.

ვერცხლისფერთმიანი ოხრავს და თითებზე ეფერება, -ზუსტად ამიტომ... მოხდა ჩხუბი დერეფანში, ჯიმინსა და.... მათ შორის.

თავიდან, ჯონგუკი არაფერს ამბობს, წარბებს კრავს, იუნგის თითებს უჭერს და მზერას აცილებს საწოლს, -სამწუხაროდ, არ მიკვირს.... მუდამ მეგონა, რომ ყველაფრის მიმართ გულუბრყვილოები იყვნენ... ახლა ვხვდები, რომ არასწორი ვიყავი. ვერ ვიჯერებ, რომ თაის ნება მისცეს, შენთვის ზიანი მოეყენებინა, ჯიმინ, ეს... ეს ძალიან მტკენს გულს.

პაკი უფრო ძლიერად ხვევს უმცროსს ხელებს და თავზე კოცნის, -ესეიგი, მათ არ იცოდნენ... რა ხდებოდა შენს სახლში?

-არა, -ჩურჩულებს, -გაუჩინარებისას... ვეუბნებოდი, რომ მამაჩემს რაღაცისთვის ვჭირდებოდი, და ამაზე აღარაფერს მეკითხებოდნენ. კარგად მოვახერხე ჩემი ცხოვრების დამალვა.

იუნგი თვალებს ატრიალებს, -სიმართლე რომ გითხრა, არა, საერთოდ ვერ დამალე. მათ უბრალოდ არ ადარდებთ, -ბუტბუტებს და ხელზე უფრო ძლიერ უჭერს ბიჭს, -მეგონა, რომ შენ და თე ახლო მეგობრები იყავით... რატომ არასდროს შეუმჩნევია, თუ რა ხდებოდა შენს გარშემო?

ჯონგუკი ტუჩებს სისხლის დენამდე იკვნეტს, -თეს საკუთარი პრობლემები აქვს-

-ისევე, როგორც მე, -გაბრაზებულად ეკამათება ჯიმინი, -და იუნგის, თუმცა ჩვენ შევამჩნიეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ იქიდან გამოგვეყვანე. მათ, ერთხელაც არ მოუწერიათ შენთვის.

Broken Dollies •Jikook•Where stories live. Discover now