სიმღერა: Us - James Bay
_________დღეს, ღამე ძალიან ლამაზია. ცა სუფთაა, ხოლო ვარსკვლავები თვალის მომჭრელად ანათებენ სამყაროს. მთვარე პარკის ბილიკზე მიმავალ ხუთ ფიგურას ემსახურება. ნათელი ღიმილი მათ სახეს ამშვენებს, როდესაც ჯინის ტელეფონში ჩართული მუსიკაზე ცეკვავენ... ყველა საკუთარ სამოთხეშია. ყველა, გარდა ერთი პიროვნებისა, რომელიც უბრალოდ ღიმილით მიჰყვება უკან, საუკეთესო მეგობრებს. ამ მომენტისთვის, ჯონგუკი იმდენად ბედნიერი არაა, როგორც თავისი მეგობრები. ის საერთოდ ვერაფერს გრძნობს... საერთოდ ვერაფერს.
ხვდება, თუ როგორი უემოციო ხდება მისი გული, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. მთელი დღის განმავლობაში ვერ წყვეტდა ჯიმინისთვის ყურებას. ისეთი შეგრძნება აქვს, რომ სიცოცხლის დასრულებამდე ერთი წამიღა აკლია. ჯონგუკი იმ დროს, იქ რომ არ ყოფილიყო, დღეს ჯიმინს ვეღარ ნახავდა. იმის გაფიქრება უფრო მეტად ტკენს მას, რომ თავისი ქმედებით ამაყობს. რატომ ვერ იქნება ჯიმინი ბედნეირი? ის ყოველდღიურად იმხელა ტკივილს განიცდის, რამხელასაც ჯონგუკი? რა თქმა უნდა. შესაძლოა იგივეს არა, მაგრამ ფაქტობრივად ნაცნობი ტკივილია, რადგან მასაც აღარ სურს სიცოცხლე.
ჯონგუკი წარბებს კრავს და მაჯებზე იხედება, ჭრილობების ადგილას, რომელსაც ჰუდის მკლავებით ფარავს. რატომ ვერ ცდის ბედნიერად ყოფნას? შესაძლოა, ჯონგუკი ეგოისტურად, მხოლოდ მის ტკივილზე ფიქრობს. ის მეგობრებს უნდა უმადლოდეს, იმისათვის რაც აქვს... რადგან ზოგს ესეც არ გააჩნია. თუმცა რატომ არის ის ჯერ კიდევ დეპრესიაში? მას სურს, რომ ხალხი გვერდში ამოუდგეს და მიხვდეს, თუ რასთან ერთად უწევს ცხოვრება. მისთვის ფულს, ყურადღებას და ქება-დიდებას არანაირი სახის ბედნიერება არ მოაქვს.
მით უმეტეს, იმის გამო, რომ არავის ადარდებს მისი გრძნობები. სანამ ის არ შეიცვლება, მანამდე არავინ დაიწყებს მასზე ღელვას.
DU LIEST GERADE
Broken Dollies •Jikook•
Romantikჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...