36

296 57 32
                                    

IDFC - Blackbear
______

ჯიმინი, სამეფო ზომის საწოლზე ეცემა ზურგით და მის ტუჩებს ხმამაღალი სიცილი სცდება, როდესაც ჯონგუკის გაბრაზებულ გამომეტყველებას ამჩნევს.

ის გაბრაზებული არ არის.

უფრო უკაყოფილოა.

და ჯიმინი ამით ძალიან ერთობა.

ის კბილებს კრეჭს, -ოჰ, კი, მამიკო! მზად ვარ! -ფეხებს შლის, საეჭვო თვალის ჩაკვრით და ჯონგუკსაც ეცინება მის მაცდურ შემოთავაზებაზე, მაგრამ მაინც გრძნობს გაბრაზებას.

ჯერ კიდევ უჭირს, გონებაში იმის გადამუშავება, რომ ეს ჯიმინია და არა - თეჰიონი.

ეს მას საერთოდ არ ჰგავს.

ძირითადად, თეჰიონი მას მთვრალ მდგომარებაში ურეკავს და უეცრად გულჩვილი და ემოციური ხდება. ასეთ დროს, მას მუდამ უწევს, ცხვირსახოცის ბევრი შეკვრის წაღება, ქერა მეგობრის დასახმარებლად წასვლისას.

მაგრამ ჯიმინის შემთხვევაში, ნამდვილად არიცის, საიდან მოიტანოს ახლა ცხვირსახოცი, ხელბორკილები ან წყეული ღამურა.

ბრაზდება იმ ფაქტზე, რომ თავის დროზე, კარგად ვერ მიხედა მას.

-რა ჯანდაბად წახვედი ბარში, ჯიმინ? იცი, რომ თამაშის გაცდენა მომიწია, რადგან შენი და ჰოსოკის მთვრალი უკანალები იქიდან წამომეღო?! მისმინე, შეიძლება სასმელის გასინჯვა გინდოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს თუ- რა ჯანდაბას აკეთებ?!?

ჯიმინი ზედა ტანს მთლიანად აშიშვლებს, მაისურს თვალებზე იკრავს, როგორც სახვევს და საწოლზე ეცემა.

-მზად ვარ, შენი პენისისთვის.

ახლა ის ამას სერიოზულად ამბობს?

ჯონი მობეზრებით ოხრავს, საწოლის კიდეზე ჯდება და თითებს თავის ოფლიან თმაში ხლართავს.

Broken Dollies •Jikook•Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang