Valley Of The Dolls - Marina and The Diamonds
________ჯიმინის ტუჩებზე ფართო ღიმილი ისახება, როდესაც იუნგი თითოეულ კლავიშს ეხება და ის მუსიკა უყვარდება, რომელსაც ვერცხლისფერთმიანი ინსტრუმენტზე უკრავს. ეს მათთვის რუტინად იქცა. როდესაც ლანჩის დრო დგება, ისინი მუსიკის ოთახში მიდიან და მთელს დროს იქ ატარებენ. ჯიმინმა პიანინოზე უფრო კარგად ისწავლა დაკვრა, რისთვისაც მადლობა იუნგის. ბოლო დროის განმავლობაში, ისინი კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ და ახლა ვალდებულებას გრძნობენ მათი ურთიერთობის მიმართ. უმცროსი არ აპირებს იუნგისთვის მის სუიციდურ ფიქრებზე ან მცდელობაზე მოყოლას, სანამ ჯერ კიდევ მას ხვდება.
ის საკუთარ თავში იკარგება, როდესაც მარტოა, ამიტომ ხანდახან სჭირდება ეს უგრძნობლობა, ხოლო.... სიკვდილი მას უბრალოდ შთანთქავს.
არასდროს ჰქონია საკმარისი ძალა იმისათვის, რომ ეს ხიდი გადაელახა, თუმცა აბაზანა და ბასრი საგანი, მის საუკეთესო მეგობრებად იქცნენ.
რამდენიმე წუთში, უფროსი ზემოთ იხედება, ქერას უყურებს და იღიმის, -მოგეწონა?
ჯიმინი თავს უქნევს ენთუზიაზმით, -კი! ძალიან მშვიდი ჟღერადობა აქვს.
ვერცხლისფერთმიანი იღიმის, ფეხზე დგება და ბიჭს უახლოვდება, რომელიც პიანინოს თავზე ზის.
-ძალიან საყვარელი ხარ! -სუსტ სინათლეს აფრქვევს იუნგი და უმცროსის ხელებს თავისაში იქცევს, -მადლობა, რომ შანსი მომეცი... ვიცი, რომ ძალიან ვრისკავთ, შენი მშობლების რელიგიურობის გამო, თუმცა... ამას ნამდვილად ვაფასებ.
ქერა კბილებს კრეჭს და ლოყაზე ჩქმეტს, -მადლობა შენ, რომ მთხოვე, -ჩურჩულებს და უფროსს ეხუტება. რამდენიმე წამის განმავლობაში იუნგი ერთ ადგილას დგას გაშეშებული, მისი მოულოდნელი ქცევისგან, თუმცა მალევე ჰხვევს ხელებს, წელის გარშემო და მის ფეხებს შუა დგება. ასეთ პოზაში დიდი ხანი რჩებიან. უმცროსს ტუჩებზე კვლავ ფართო ღიმილი აქვს გადაკრული და გრძნობს, თუ როგორ სწრაფად უფეთქავს გული.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...