1

1.4K 72 98
                                    

სიმღერა ამ თავისთვის- Teen Idle by Marina and the Diamonds
____________

ბიჭი თავჩახრილი დადის, დერეფანში მყოფ ხალხს შორის. ვერავინ ამჩნევს მას, თითქოს უჩინარი იყოს. იმდენად სძულს ჯიმინს ამის აღიარება, როგორც ყურადღების ნაკლებობა.

კარგი იქნება, რომ არსებობდეს ვინმე... ვინც მის არსებობას დააფასებს.

მაგრამ ჯიმინს არავინ ჰყავს, რის გამოც, დიდ ტკივილს და სიცარიელეს გრძნობს.

მოულოდნელად დიდი დისტანციიდან ხმამაღალი ხმა ისმის.

-მგლების პირველი თამაში ფეხბურთში! ან ყველა მივდივართ ან მუხლებს დაგამტვრევთ.

ჯიმინი მძიმედ ოხრავს, სწრაფად გადის დერეფანს და თავის კლასში შედის. მისი კუთვნილი ადგილისკენ მიდის, რვეულს მერხზე დებს და მასწავლებლის მოსვლას ელოდება. გარშემო სხვა და სხვა მოსწავლეების ხმაური ისმის. ჯიმინს ტელეფონი არ აქვს, რის გამოც არ შეუძლია დროის გასაყვანად, ყურადღების სოციალურ ქსელზე გადატანა, ამიტომ ფანჯარაში იყურება და ულამაზესი დღით ტკბება.

ძალიან ლამაზია. ზუსტად ისეთი, როგორიც ჯიმინი არასდროს იქნება.

ამ ფიქრების გამო ჯიმინი სიმძიმეს გრძნობს მკერდის არეში. როგორ შეუძლიათ სხვა ადამიანებს ასეთი თავდაჯერებულები იყვნენ საკუთარ თავში? ისინი სარკეში იყურებიან ყოველ დღე და ეუბნებიან საკუთარ თავებს, რომ ლამაზები არიან? საერთოდ ღირს ასეთი ცხოვრება? მაგრამ, როდესაც ჯიმინი სარკეში იყურება, საკუთარ თავში ოდნავ სილამაზესაც ვერ ამჩნევს. მხოლოდ ყავისფერ თვალებს და დიდ ტუჩებს ხედავს მის გამხდარი სახეზე, რომელიც მუდმივი დიეტების დამსახურებაა. გახდომის მიუხედავად, ის კვლავ იმ მსუქან ბავშვს ხედავს თავის თავში, რომელიც ორი წლის წინ იყო.

მას კლასში ყველა ისე მოიხსენიებს როგორც, მსუქან ჩიმის.

Broken Dollies •Jikook•Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang