Bittersweet Tragedy - Melanie Martinez
_______ჯონგუკი მთელი დღე თვალს ვერ აშორებს ჯიმინს. გაკვეთილებზე განზრახ ჯდება მის გვერდით. პაკი მას ყურადღებასაც არ აქცევს, მხოლოდ მასწავლებელზე ახდენს ფოკუსირებას რობოტული სახით და ცარიელი თვალებით. შავგვრემანი მას კითხვებს უსვამს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით და უფროსიც უემოციო ტონით პასუხობს.
მაშინაც კი, როდესაც ჯონი ნაცნობ ხუმრობებს ეუბნება, რომლებზეც ჯიმინს მუდამ ეცინებოდა, ახლა ის ტუჩსაც არ ბრეცს.
მაღალი უმოწყალოდ გრძნობს თავს. მისი ემოციური შუახნის კრიზისის შემდეგ საჭირო ოთახში, იუნგიმ ურჩია, რომ პატარ-პატარა დიალოგების წამოწყება ეცადა ჯიმინთან, რადგან გაეგო, თუ რა დაემართა მას. ზუსტად ასე მოიქცა ჯონგუკიც, თუმცა კვლავ არანაირი მტკიცებულება არ აქვს მის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
არანაირი სახის ნიშნები აქვს ფიზიკური შეურაცხყოფის დასამტკიცებლად. უმცროსის საქციელებზე ის მხოლოდ 'იქრინჯება' ან ოცდება, როდესაც ახალ ყალბ ამბავს უყვება ბიჭზე, რომელიც ბულერებმა სცემეს სკოლაში.
სრულიად არაფერი.
თუმცა, შავგვრემანს რაღაც ახსენდება და ჯიმინის ბოლომდე შეკრულ პერანგს და კრემისფერ სპორტულ მოსაცმელს დაჟინებით აკვირდება, იმ მიზნით, რომ დაინახავს, თუ რა არის მატერიის მიღმა.
მისი კანი სისხლჩაქცევებით და ჭრილობებით იქნება დაფარული?
ქამრის ნიშნები ექნება?
რა თქმა უნდა, თვალსაჩინო ადგილას არ მიაყენებედნენ დაზიანებებს.
იმ ადგილებში ატკენდნენ, სადაც ვერავინ შეამჩნევს.
მოულოდნელად, ზარი ირეკება, რაც იმის ნიშანია, რომ სკოლა დასრულდა და ჯონგუკიც გამალებით იწყებს ფიქრს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს შემდეგი.
მას პასუხები სჭირდება.
აუცილებლად უნდა იცოდეს... თუ რატომ იქცევა ასე ჯიმინი.
ESTÁS LEYENDO
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...