სიმღერა ამ თავისთვის:
Ain't No Sunshine - Bill Withers
______ჯიმინი გაკვეთილზე თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობს. მუდამ ბორგავს, სახეზე ცივი ოფლი ასხავს, კბილებით ტუჩებს აწვალებს და ხელებს მერხზე ვერ აჩერებს. ჯიმინისთვის ნერვიულობის გრძნობა ახალი არ არის, ის ამას დღეში ერთხელ მაინც განიცდის, სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, სრულიად განსხვავებულია დანარჩენებისგან. მას არ გამოჰპარვია ჯონგუკის მზერა, რომელიც 10 წუთის განმავლობაში აკვირდებოდა მას. ჯიმინს ლოყები გაუწითლდა, მისი ნერვიულობა ყოველ წამს უფრო და უფრო იმატებდა.
-რატომ მიყურებს ამდენი ხანი?
ერთხელ გადაარჩინა და ალბათ ახლა ფიქრობს, რომ მუდამ კონტროლის ქვეშ უნდა ჰყავდეს, რადგან შეიძლება ნებისმიერ წამს გადახტეს ფანჯრიდან.
პათეტიკური.
ჯიმინს ყურადღება საათზე გადააქვს, რომელიც კართან ახლოს კიდია და მისი ისრების ნელი მოძრაობა ძალიან ამწარებს მას. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ტემპი ჩვეულებრივზე უფრო ნელია, რადგან ჰგონია, რომ ხუთი წუთია გასული გაკვეთილის დაიწყებიდან, მაგრამ ჯერ მხოლოდ ორი წუთი გავიდა. ეს ძალინ ნერვების მომშლელია. ჯიმინს აქედან წასვლა უნდა, არა სახლში, არამედ მისთვის ამჟამად პრიორიტეტული მხოლოდ სკოლის დატოვებაა.
უბრალოდ უნდა, რომ ცოტა ხნით მარტო დარჩეს.
საცეკვაო დარბაზში სურს წასვლა. ჯიმინს არავისთვის უთქვამს ეს, არც მშობლებისთვის, მაგრამ მას ცეკვა ძალიან კარგად გამოსდის. ეს ხანდახან ტკივილს უმსუბუქებს სხეულში და ბედნიერებით ავსებს, ხოლო იგი ამ გრძნობისთვის დიდი ხანი იბრძოდა. ცეკვა მისთვის ერთადერთი გზაა, რომ რაღაცასთან თავი დაკავშირებულად იგრძნოს.
რაღაც, რაც მას სიცოცხლისთვის მოტივაციას აძლევს.
ის მუსიკის გაჩერებამდე ცეკვავს, შემდეგ კი კვლავ საშინელ რეალურ სამყაროში ბრუნდება. ასეთი სიმშვიდე მისთვის, აქამდე არაფერს მოუტანია.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...