Lovely - Billie Eilish and Khalid
⚠️ ამ თავში იქნება საკუთარი თავის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მიყენებული დაზიანებები აღწერილი, ამიტომ გაგაფრთხილებთ trigger ნიშნით და, თუ თქვენთვის ზედმეტი იქნება, გამოტოვეთ.
________________________ჯონგუკს ხელები უკნკალებს, როდესაც ჯიმინის ჭრილობებს ამუშავებს თავის სააბაზანოში. მაღალი ჩუმადაა და ბიჭს საერთოდ არ უყურებს, მიუხედავად იმისა, რომ მის ფეხებს შორის დგას და სამედიცინო დახმარებას უწევს. ჯიმინმა თავისი დახეული ტანსაცმელი გამოიცვალა და ჯონგუკის მაისური და სპორტული შარვალი ჩაიცვა, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს, თუმცა ამას არასდროს აღიარებს.
იმის მერე, რაც სკოლაში მოხდა, უმცროსი ჯიმინის იქ ყოფნას ვერ აიტანდა, რადგან მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო, ამ ახალ ინფორმაციას ვერ გადაიტანდა. ამიტომ, მან სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინა, რომ ის და ჯიმინი ერთი დღით შესვენებას აიღებდნენ. ამასთან წაბლისფერთმიანს პრობლემა არ ჰქონია, რადგან ჯონმა იცის, რომ მას ამ აბაზანაში ყოფნა ურჩევნია, სკოლაში კოჭლობით სიარულს.
ამ სირების გამო.
მათ ვალი უნდა მოიხადონ, იმისათვის რაც ჯიმინს გაუკეთეს.
სინამდვილეში, ისინი ზუსტად ახლა იხდიან ვალს.
უმცროსი მარტო არ იყო, მაშინ, როდესაც დაინახა, თუ როგორ სცემდნენ ისინი ჯიმინს. ის თავის მეგობრებთან ერთად იყო.
ამიტომ, მათ ისე იზრუნეს ყველაფერზე, რომ ერთი კითხვაც არ დაუსვამთ მისთვის.
მათ ზუსტად ისე სძულთ ბულინგი, როგორც ჯონგუკს.
განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ჯიმინის მიმართულებითაა.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...