17

359 57 20
                                    

Mrs. Potato Head - Melanie Martinez
__________

ჯიმინი კარს ძლიერად ხურავს და ცრემლების ნაკადი მაშინვე ფეთქავს მისი თვალებიდან, როდესაც ჩანთას ოთახში ისვრის.

მახინჯი.

პათეტიკური.

ანორექსიანი ძუკნა.

მსუქანი ჩიმი.

ცოდვილი.

ეს სიტყვები შეუჩერებლად მეორდება მის გონებაში. ის სააბაზანოში შედის და ყველა უჯრას ძირფესვიანად ატრიალებს. დღეს სკოლაში უბრალოდ ომი იყო მის წინააღმდეგ, როდესაც სხვებმა დაინახეს, თუ როგორ მიუახლოვნენ და გამოესაუბრნენ მას 'ალფები', ხოლო, მათი წასვლის შემდეგ, მთელი სკოლა მის წინააღმდეგ წავიდა: ის მიზანში ამოიღეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს კიდეც.

მან არ იცის, თუ რა გააკეთა ისეთი, რითაც მათი ასეთი რეაქცია დაიმსახურა.

ჯიმინმა გააფრთხილა ჯონგუკი, რომ ეს მოხდებოდა, ახლა კი ეს დღე მის გონებაში ცირკულირებას არ წყვეტს.

არასდროს იქნები თეჰიონივით ლამაზი.

გგონია, ისინი იმიტომ არიან შენთან ერთად, რომ ამის დიდი სურვილი აქვთ? მათ უბრალოდ ეცოდები.

ვერასდროს იქნები მათნაირად იდეალური.

-შეწყვიტე! შეწყვიტე! -ევედრება მის შინაგან ხმას და საბოლოოდ პოულობს იმას, რასაც ეძებდა.

ამიერიდან ლამაზი ვიქნები.

მეც შემიძლია ლამაზი ვიყო, ხომ?

და ამის მერე ხალხს მოვეწონები!

ისეთივე მშვენიერი ვიქნები, როგორც თეჰიონი!

ლამაზი ვიქნები-

წმინდანი ჯიმინი.

მოსაწყენი ნაბიჭვარი.

ნაბიჭვარი ბავშვი.

წარმართი.

წარმართი.

წარმართი

-წარმართი.

ის რეზინის ხელთათმანებს იკეთებს და სითხეს ხელზე ისხავს. ტირილს უფრო და უფრო უმატებს, როდესაც გაურკვეველი სტრუქტურის სითხეს თმებში იზელს. უკვე თავის ქალაც ეწვის ბევრი საღებავის გამო.

უნდა, რომ მისი ნატურალური თმა მთლიანად დაფაროს.

თავის ქალის წვა იმდენად არ სტკენს, როგორც, უკვე გონებაში ჩაბეჭდილი სიტყვები.

ლამაზი, ის ლამაზი იქნება.

ყველა შეიყვარებს.

ხალხი იფიქრებს, რომ ის იდეალურია.

-ა-ახლა ლამაზი ვიქნები, -იცინის ტირილნარევი ხმით და თავის თმას აკვირდება, რომელიც ნელ-ნელა ფერს იცვლის.

მახინჯი.

წარმართი.

წმინდანი ჯიმინი.

მახინჯი.

....მახინჯი.

_______
რადგან პატარაა, ხვალ დავდებ კიდევ ერთს.

Broken Dollies •Jikook•Where stories live. Discover now