Don't Give Up On Me - Andy Grammer
________ჯიმინი საღამურებით სააბაზანოდან გამოდის და ზუსტად ამ დროს დახურულ ფანჯარაზე კაკუნის ხმა ისმის. თავიდან იძაბება მოულოდნელი ხმისგან, მაგრამ, როდესაც ჯონგუკთან თვალით კონტაქტს ამყარებს, შავგვრემანი უფროსის თვალებში ამჩნევს, რომ ის ჯერ კიდევ ყოყმანობს.
გთხოვ, გააღე.
გთხოვ, ანგელოზო, ჯერ არ დანებდე.
წაბლისფერთმიანი თავს აქნევს უარყოფის ნიშნად, რაზეც ჯონს გული ეკუმშება.
კარგი, მაშინ სხვა გზას მივმართოთ.
-კარს გამიღებ ან ქვას ვესვრი და თავად შემოვალ, -აფრთხილებს, ბარიერის მეორე მხრიდან და თავიდან ფეხებამდე ათვარიელებს უფროსს.
ორივემ იცის, რომ ჯონგუკი ამის გამკეთეველია და საერთოდ არ ხუმრობს.
იციან, მისი ანგელოზისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.
თუმცა მაინც უკვირს, როდესაც პაკი ფანჯარას უახლოვდება და აღებს, -რა გინდა?
-ჩემთან ერთად წამოდი, -მაშინვე ამბობს და არც ერთ წამს კარგავს, -ვიცი, რომ შენი "სიკვდილის ემოციებში" ხარ ახლა, მაგრამ მენდე. არ გატკენ. გპირდები, ამის მერე შეგეშვები, თუ ასე მოისურვებ. მხოლოდ ნახევარი საათი მჭირდება. მაინც არ წავალ აქედან, ამიტომ უარის თქმას აზრი არ აქვს.
ჯიმინი თვალებს აწვრილებს, -ბევრი დროა, ათი წუთი.
-ოცდახუთი.
-ოცი.
-შევთანხმდით, -ოხრავს უფროსი და თავს აბრუნებს, -თუ არაკომფორტულად ვიგრძნობ თავს, მაშინვე უკან დავბრუნდები.
ბიჭი ნელა უქნევს თავს, -ჩამოდი, -ეუბნება და დაბლა ჩადის კიბით. ჯიმინი უზარმაზარ გამბედაობას იკრებს, ჰუდის ჩასაცმელად და კიბეებზე ჩასასვლელად. ჯონი თვალს ვერ აშორებს მას, კვლავ იგივე შიშით და აღტაცებით უყურებს, როდესაც ბიჭი დაბლა ჩამოდის და სახეს უსწორებს.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...