Best Part - Daniel Caesar and H.E.R
___________ჯონგუკი თავის გრძელ თითებს ქერა თმაში ასრიალებს. მოსწონს, თუ როგორ ამშვიდებს ტექსტურა, რომელიც მის კანს ნაზად ეხება და როგორ მოძრაობს ყველანაირი დაბრკოლებების გარეშე, ისე, თითქოს წყალმცენარე იყოს.
ჯონგუკი წამიერად მოიხიბლა ჯიმინის თმით. მას მოსწონს ის ფაქტი, რომ ის ძალიან რბილია.
მისი თმა ამშვიდებს.
დღეს უმცროსს პანიკური შეტევა ჰქონდა, როდესაც სახლში დაბრუნდა და მამამისმა აცნობა, რომ მალე მისი ნიშნების ფურცელს ნახავდა, რამაც მას შიშები დაუბრუნდა, იმ საშინელ სარდაფზე.
თუ კვლავ იქ დაბრუნდება ჯიმინს ვეღარ ნახავს.
ამ ფიქრების გამო, მან კვლავ ბასრი საგნის გამოყენება გადაწყვიტა. ძალიან ახლოს იყო. ბასრი საგანი უკვე მაჯაზე ედო და ელოდებოდა, თუ როდის დაისერავდა კანს ფენებად, მაგრამ ვერ შეძლო.
მას ჯიმინის ცრემლიანი თვალები და აკანკალებული ხმით მიცემული პირობა გაახსენდა, რომელმაც იგი შინაგანად დაამსხვრია. ამიტომ ბასრი საგანი გვერდით გადადო და ბიჭის სანახავად წავიდა. ჯონგუკმა იმ წამსვე იგრძნო სულიერი სიმშვიდე, როდესაც მის ოთახში შეაბიჯა, თუმცა უფროსმა მის თვალებში შიშის ელვარება დაიანხა, ამიტომ საწოლში ჩაწვნენ და მის სხეულს ისე აეკრო, როგორც კოალა, სანამ ჯონი მის თმაზე მოფერებით მშვიდდება.
და ეს მას ნამდვილად ჰგვრის სიმშვიდეს.
-თუ ამის კეთებას გააგრძელებ, შენზე ჩამეძინება, -ბუტბუტებს პატარა ბიჭი დახუჭული თვალებით, რაზეც შავგვრემანი ნაზად იღიმის.
-მომწონს შენი თმა, -ჩურჩულებს ჯონგუკი, ჯიმინს წელზე ხელებს ხვევს და უფრო ახლოს იკრავს, -შენ ნამდვილად იცი, თუ როგორ გამოიყურებოდე კარგად, ყველაფერში.
ჯიმინი ამაზე იცინის, თავის ფეხებს ჯონგუკისაში ხლართავს და ზუზუნებს, -არა, არ ვიცი.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...