28

398 68 67
                                    

Video Games - Lana Del Rey

Training Wheels - Melanie Martinez
_________

ჯონგუკი ჭერს უყურებს და ხვდება, რომ მისი გონება და სხეული სრული სიმშვიდით ივსება.

არა, ეს არც ნამჯუნთან დალეული ალკოჰოლის ან მოსაწევის ბრალია.

ყველაფერი ჯიმინის გამოა, რომელიც მის გვერდით წევს და მშვიდად სძინავს.

დღევანდელი დღე, ერთ-ერთია იმ დღეებიდან, როდესაც სახლში წასვლა არ უნდა, ამიტომ მან უკითხავად მისცა საკუთარ თავს დარჩენის უფლება. იუნგი ძალინ ნასვამი იყო, ამიტომ ჰოსოკის სახლში დარჩა. რატომღაც, მათი განახვავებული პიროვნების მიუხედავად, ამ ორმა ერთმანეთს კარგად გაუგო, ისევე, როგორც სოკჯინს, რომლისთვისაც ხშირად გაგება რთულია.

ჯონგუკი თავს მეცხრე ცაზე გრძნობს, თუმცა კვლავ საღ გონებაზეა. მადლობელია, რომ ჯიმინი მუდამ მასთანაა გასამხნევებლად, როდესაც თავს ოდნავ.... ცუდად გრძნობს.

უკვე გამთენიის ოთხი საათია და შავგვრემანს ოთახში არსებული სიცხის გამო გაეღვიძა.

ის ძალიან გაოფლიანდა.

ხოლო ბიჭი მას ისე ეკვრის, როგორც წურბელა.

თუმცა, არ ადარდებს. მას უფროსი ძალიან მოენატრა და იმისთვისაც მზადაა, რომ სიცხისგან ტანჯვა აიტანოს, მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ცოტა ხანი მაინც იყოს მასთან ასე.

თუმცა, სამწუხაროდ, ქერას სიცხის ტალღა უვლის სხეულში, მოულოდნელად ჯდება საწოლზე და იმ მაისურს ინიავებს გასაგრილებლად, რომელიც ჯონგუკმა მისცა.

-ასე ძალიან რატო ცხელა?! -ბუზღუნებს და ფეხებს სიჯიუტისგან საყვარლად იქნევს.

უმცროსი ამაზე საყვარლად იღიმის და მხრებს იჩეჩავს, -გინდა აივნის კარი გავაღო?

-კი, გთხოვ.

ჯონი საწოლიდან დგება, აივნის კარს უახლოვდება, ოდნავ აღებს და ცას უყურებს.

Broken Dollies •Jikook•Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang