5

489 64 51
                                    

სიმღერა ამ თავისთვის:

Breathe me- Sia
God Knows I've Tried- Lana del Rey

______________

წყალი თბილია. ჯიმინს სიამოვნებს წყლის წვეთები ნატკენ ადგილებზე, რაც გარკვეულწილად ათავისუფლებს სისხლჩაქცევებს მის გლუვ კანქვეშ. ჯიმინის გონება ჩქარდება, არა ისეთივე სწრაფი ტემპით, როგორც მისი გული, თუმცა მაინც მსგავსად. რატომ აკეთებს ჯონგუკი ასეთ რაღაცას? ჯიმინი არავინაა მის სკოლაში. უბრალოდ მოსაწყენი, წმინდა, ეკლესიის ბიჭი, რომელიც ძალიან ბევრ მენტალურ პრობლემას უმკლავდება. ყველაზე მთავარი კი მისი დეპრესიაა. თუმცა ის ჯონგუკის ადგილას რომ ყოფილიყო, იგივეს გააკეთებდა. ახლა თვითმკვლელობაზე ვსაუბრობთ. სიცოცხლის წართმევა. ნებისმიერი საღ გონებაზე მყოფი ადამიანი, ყველაფერს გააკეთებდა მსხვერპლის გადასარჩენად.

ჯიმინი თვალებს ხუჭავს და ღრმად ოხრავს, საკუთარ თავს ჰხვევს ხელებს და ცრემლების შეკავებას ცდილობს. სულელური ფიქრები! სულელური ემოციები! ეს რომ არა, ჯიმინი ძალიან ბედნიერი იქნებოდა და აღარც თვითმკვლელობის ჩადენას შეეცდებოდა ისევ. ალბათ ჯონგუკი აპირებს, რომ ყველაფერი მის პატარა სამეგობრო წრეს მოუყვეს, რადგან მთელს სკოლაში გაავრცელონ ეს ინფორმაცია. ის აღარ იქნება ცნობილი მხოლოდ ,,მსუქანი ჩიმით" ან ,,წმინდანი ჯიმინით", ამას ,,მატყუარა ნაძირალაც" დაემატება.

საერთოდ შესაძლებელია ცხოვრება კიდევ უფრო გართულდეს?

იმაზე მეტად, ვიდრე ჯიმინი ფიქრობს.

იგი უემოციოდ დაჰყურებს იატაკს და თვალები ცრემლებით ევსება, როცა უჰაერობის გრძნობა უბრუნდება. ჯიმინმა ცურვა არ იცის, ასე რომ ის წყალში უფრო და უფრო ღრმად იძირებოდა. ამ დროს, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს შენს წინ შუქს და წყალს ხედავ, მაგრამ ვერ ეხები. ამ გრძნობისგან ელოდები, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერ წამს გაგისკდეს ფილტვები და ამ დროს აანალიზებ, რომ სამყარო გაცვეთას იწყებს. იცი, რომ სიკვდილთან ძალიან ახლოს ხარ. ჯიმინსაც ზუსტად ეს უნდოდა. მას არ სურს ყოველ დილით გაღვიძება, რადგან იცის, რომ მთელი დღე უნდა უყუროს დისფუნქციურ ოჯახს და აიტანოს სიძულვილი სკოლიდან. ეს კი უკვე ზედმეტია.

Broken Dollies •Jikook•Where stories live. Discover now