წარსული ყოველთვის თან გვდევს.
წარსული წაუშლელი კვალია. ვცდილობდი წარსული დამევიწყებინა, თუმცა მისი დანახვისას ყოველთვის წარსული მახსენდება.დღეს სამსახური 9 საათისკენ დავტოვე, დაუსრულებელი საქმეები დამრჩა, რომელიც უნდა დამემთავრებინა. როდესაც სამსახურიდან გამოვედი მაშინვე ტაქსი გავაჩერე და ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი. ჩემი სახელი ტეილორ სვიფტია სრული სახელი კი ტეილორ ელისონ სვიფტი 25 წლის ვარ. მოდის სახლში დიზაინერად ვმუშაობ. ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად ტესასთან ერთად ვცხოვრობ, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, დედაჩემი 2 წლის წინ დაიღუპა, ავტოკატასტროფაში. მე და ტესა ვაშინგტონში ვცხოვრობთ.
როდესაც სახლში მივედი ტესას დავუძახე
-სამზარეულოში ვარ- მასთან მივედი. ყავას სვამდა მეც დავისხი და მას გვერდით მივუჯექი.
-რას შვები, დღემ როგორ ჩაიარა - ვეკითხები ტერეზას ეს მისი სრული სახელია მაგრამ ასე არავინ არ მიმართავს რადგანაც მას არ მოსწონს.
-რავი როგორც ყოველთვის ფოტოების გადაღება,შემდეგ მისი დამუშავება.- ხომ მართლა ტესა ფოტოგრაფია,ერთ-ერთ სამოდელო სტუდიაში ფოტოგრაფად მუშაობს.
-შენ რას შვები დღეს ,,მას" დაურეკე?-მის ხსენებაზე სიცარიელის გრძნობა გამიჩნდა
-კი მაგრამ როცა დავრეკე ეძინა.-
-და- ტესამ ისე მკითხა თითქოს ვერ გაიგო
-რა და? ხომ არ გავაღვიძებინებდი?
-ღმერთო, ტეილორ მთელი კვირაა მისთვის არ დაგირეკავს და არც გინახავს- ტესამ ამოიოხრა- ასე გაგრძელებას როდემდე აპირებ , ბოლოდადოლოს არ უნდა შეეგუო, რომ ის....
-ტესს... გაჩუმდი არ თქვა, გთხომ არ თქვა ეგ სიტყვა
-კი მაგრამ რატო რატომ არ გინდა სიმართლეს თვალი გაუსწორო ხუთი წელია ამას უარყოფ.
ის ისე საუბრობდა ჯობს გავსულიყავი თორემ ვიჩხუბებდით და ეს ნამდვილად არ მინდა ამიტომ ჩემს ოთახში ავედი. ტესას ძახილი კი დავაიგნორე.. აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი და დასაძინებლად დავწექი. ვერ დავიძინე მთელი ღამე ტესას ნათქვამზე ვფიქრობდი, მართალიც არის ,,მას" ყველას ვუმალავ, არ მინდა მასზე ვინმემ იცოდეს. რატომ? თავადად არ ვიცი.
YOU ARE READING
Everything Has Changed
Romanceრამდენი ღამე სჭირდება ვარსკვლავის დათვლას? იმდენი დრო დამჭირდება ყველაფრის დავიწყებას, ანუ უსასრულობა, ვარსკვლავებს ხომ ვერ დაითვლი. ჩემი არაა.