44

175 18 0
                                    

თმა შევიჭერი, არ ვიცი რატომ გადავწყვიტე შეჭრა, თუმცა ცუდი არ არის.

სალონიდან გამოვედი და შონთან შესახვედრად წავედი. ადრე მივედი, მაგიდასთან ადგილი დავიკავე, 10 წუთში შონიც მოვიდოდა, დროის გასაყვანად მენიუს კითხვა დავიწყე.
- ტეილორ? - ხუთ წუთში აონის ხმა გავიგე, მას შევხედე, თუმცა ისე მიყურებდა ვერ იჯერებდა მართლა მე ბიყავი თუ არა
- ხო შონ მე ვარ- ფეხზე ავდექი და ჩავეხიტე
- თმას რა უქენი, არა იმას არ ვამბობ რომ არ გიხდება, ძალიან გიხდება.
- ანუ კარგია თუ ცუდი
- რათქმაუნდა კარგია. ცოტა შეცვლილხარ
- ხო ბევრი რა მოხდა
- მაინც - მაგიდასთან დავჯექით, ხელი ავწიე სადაც ქორწინების ბეჭედი მეკეთა
- აი ეს
- მოიცა გათხო... ვისზე - ისეთი სახით შემომხედა იცოდა ვისზეც, მაგრამ დასტური უნდოდა ჩემგან
- ჰარი
- ააა - უკან გადაიწია, სკამს მიეყრდნოდა და ტაში შემოკრა - მაგ ბიჭზე ისეთები მითხარი გამიკვირდებოდა მასთან რომ არ ყოფილიყავი. როგორც ჩანს შეყვარებულის წოდებას არ დაჯერდა და ცოლის სტატუსი მოგანიჭა. - გაიცინა, მის სიტყვებზე მეც გამეცინა
- ხო როგორც ჩანს ასეა. - სიცილით ვუთხარი - კიდევ ერთი ამბავი მაქვს - ხელები მაგიდას დავადე და მას შევხედე
- აბა გისმენ მის სვიფ... - უცებ გაჩუმდა - არა მის... - მივხვდი რასაც ამბობდა, ამან კი გამაცინა
- სტაილსი
- ხო მის სტაილს გისმენთ.
- ორსულად ვარ - სწრაფად ვთქვი
- რაა - ასეთ სიახლეს ნამდვილად არ ელოდა
- ხო მეც, უფროსწორად ჩვენც ერთი კვირის წინ გავიგეთ
- მაგარია მალე შვილი გეყოლება, მეორე შვილი, სამწუხაროა რომ პირველს არ ვიცნობ - დამწუხრებული სახით მითხრა. მართალია არ იცნობს, მისი გაცნობის საშვალება არ მომეცა.
- დღეს მოდი და გაიცნობ, თან ჰარისაც გაგაცნობ.
- არ ვიცი...
- არა უნდა მოხვიდე, გადაწყვეტილია თან ჰეილიც წამოიყვანე.
- კარგი ორივე მოვალთ. - არ მინდოდა ამ სასიამოვნო საუბრის შემდეგ გონება ორივესთვის გამეფუჭებინა, ამიტომ ოლივიას ნამდვილ მამაზე არაფერი ვუთხარი.
არც ჩემს ძმაზე და მამაჩემზე.

Everything Has ChangedTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang