21

172 27 0
                                    

თავი 21

ვიღაცის შეხებამ გამაღვიძა, მალევე კი ხელში ამიყვანეს. თვალები არ გამიხელია ვიცოდი რომ ჰარი იყო, მისი სურნელი ვიგრძენი. მალევე საწოლზე დამაწვინა ფეხზე გამხადა და საბანი დამაფარა, ისეთი დაღლილი ვიყავი ხმის ამოღების თავიც არ მქონდა, ვერც თვალებს ვახელდი. ჩემს გვერდით საწოლი ჩაიზნიქა, მივხვდი რომ ჩემს გვერდით დაწვა, თუმცა ჩემთან ჩახუტება არ უცდია. თავად გადავბრუნდი და თავი მკერდზე დავადე, მივხვდი რომ დაიბნა, არ იცოდა რა გაეკეთებინა, რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იწვა, მისი ჩაცინება გავიგე, ხელები მომხვია და მთელი ძალით ჩამიხუტა.
- გძინავს?
-.... - არაფერი ვუპასუხე
- ვიცი რომ არ გძინავს - ამას რას გამოაპარებ? თავი ავწიე და მას შევხედე, ისიც მე მიყურებდა - დღეს ძალიან კარგად გამოიყურებოდი.
-ოუუ ანუ მარტო დღეს? - ღიმილით ვუთხრი.
- არა, შენ ყოველთვის კარგად, უფროსწორად ძალიან კარგად გამოიყურები - მითხრა და შუბლზე მაკოცა - არ მეგონა მოდელი შენ თუ იქნებოდი
- არც მე
- თუმცა მიხარია შენ, რომ იყავი
- რატომ?
- იმიტო, რომ რომელიმე მოდელის ყურებას შენი ყურება მირჩევნია
- მეშინია ამდენი ხანი ჩემი სახის ყურების გამო არ გადაგიყვარდე - სიცილით ვუთხრათი, ჩემს სიტყვებზე მასაც გაეღიმა
- პირიქით ამდენი ყურებისგან უფრო მიყვარდები - ამ სიტყვებზე რაღაც ვიგრძენი, მინდოდა მისთვისაც იგივე მეთქვა თუმცა მხოლოდ გავუღიმე - შენს თავს ვერავინ და ვერაფერი წამართმევს, ვერც შენ წამართმევ შენს თავს , ვერც შენი წარსული - წარსული. წარსული.
- ისეთ რამეს ნუ იტყვი რასაც ვერ შეასრულებ. - სევდიანი ხმით ვთქვი და მეორე მხარეს გადავბრუნდი, თუმცა ჰარის ხელებმა კვლავ მისკენ გადამაბრუნა. ახალა კი ჰარი ჩემს ზემოდანაა მე კი მის ქვემოდან, რაც ძალიან უხერხულია ჩემთვის.
- რა? რატომ ფიქრობ, რომ ვერ შევასრულებ - თვალებში ჩამაშტერდა
- უბრალოდ ვიცი.
- არა არ იცი, ამას.... იმ დღის გამო ამბობ? - ამ სიტყვების გაგონებისას თავზარი დამეცა, იცის? - იმ დღის გამო როცა პესილვანიში წახვედი? - არ იცის ჯერ. - რა მოხდა ასეთი?
- არაფერი, რაც შენ გეხება
- არა, მეხება არ დავუშვებ, რომ მაგ საიდუმლოს გამო დაგკარგო, არ ვიცი რა მოხდა, თუმცა ვერაფერი ვერ მაიძულებს შენ მიტოვებას, ეს კარგად დაიმახსოვრე. ადრე თუ გვიან მაიც მეტყვი რას მალავ და მაშინ მხოლოდ ერთი რამ შეიცვლება, - რა შეიცვლება? - იცი რა შეიცვლება? - ხმა არ ამომიღია, მოლოდ თავი გავაქნიე - ის, რომ ჩვენს შორის საიდუმლო აღარ იქნება, აღარ მოგიწევს იმაზე ფიქრი რომ მიგატოვებ.
- მის სიტყვებზე გულზე მომეშვა, გამიხარა კიდეც, რომ არ მიმატოვებდა. ისევ ჩემს ზემოდან იყო მოქცეული და მგონი გადასვლას არც აპირებდა, პირიქით თავი ჩემს კისერზე დადო და კოცნა დამიწყო.
- ჰარი
- ჰმმ - მხოლოდ ეს თქვა ალბათ იმიტო, რომ კოცნა არ გაეწყვიტა - იქნებ გადახვიდე? - ეს ვთქვი თუ არა მაშივე გაჩერდა.
- რატომ?
- მე....
- არ მოგწონს, რომ გკოცნი? - გაბრაზებული, არა უფრო ნაწყენი ხმით მითხრა
- მე უბრალოდ...
- რა უბრალოდ ტეილორ - მოტყუებას აზრი არ ჰქონდა, მაინც მიხვდებოდა
- უბრალოდ ასე, უხერხულად ვარ - ჰარიმ ჩემს სიტყვებზე ჩაიღიმა
- ოუ ანუ უხერხულად ხარ შენს ზემოდან რომ ვარ? და რა მოხდება თუ გავიხდი და...
- ჰარიიი - სახეზე ავწითლდი, მას კი მკერდზე ხელი დავარტყი, ჩემს ქცევაზე გაეცინა.
- კარგი ხო, დავიძინოთ. - საწოლიდან გადავიდა და კარადასთან მივიდა იქიდან ერთი მაისური გამოიყო, მე გადმომიგდო მანიშნა რომ ჩამეცვა. ჰარი სააბაზანოში გავიდა მეც დრო ვიხელთე და მაისური გადავიცვი ჩემი კაბა კი მდივანზე დავდე, საწოლში დავწექი საბანი დავიფარე და თვალები დავხუჭე, მინდოდა ჰარის გამოსვლას დავლოდებოდი თუმცა უკვე ძილბურულში ვიღავი როცა კარის გაღების და დაკეტის ხმა გავიგე, თვალები არ გამიხელია, მალე დაწვა, ჩემთან ახლოს მოიწია მის შეხებაზე კი ვიგრძენი რომ არაფერი ეცვა. სწრაფად გავახილე თვალები და მას შევხედე.
- რა? - ისე თქვა ვითომც არაფერი.
- რა რა? ასე აპირებ დაძინებას? - მის სხეულზე მივანიშნე
- კი მე სულ ასე მძინევს, ოუ ბოდიში შემ ხომ ეს არ იცოდი თუმცა ეხლა იცი ასე, რომ მოდი აქ.. - მანიშნა რომ მისკენ მივწეულიყავი ასეც მოვიქეცი, მისკენ მივიწია და მის შიშველ წელზე შემოვხვიე ხელები, მანაც შემომხვია, თუმცა მაიკის აწევა ვიგრძენი, ამის გამო კი კვლავ მოვშორდი მას
- რას აკეთებ?
- რას ვაკეთებ? - ისე მკითხა ვითომც არფერი
- ვითომ არ იცი - თვალები გადავატრიალე
- კარგი რა, შენ შიშველ სხეულზე მეხუტები და მე... - პატარა ბავშვივით გადმოაგდო ტუჩი
- ჰარიი
- კარგი რა, მხოლოდ ჩეგეხუტები
- იცოდე მხოლოდ ჩახუტება - სიცილით დამიქნია თავი ისევ წეღანდელ პოზაში დამაბრუნა, თუმცა ამჯერად მაისური მკერდამდე ამიწია და ისე ჩამეხუტა
- იქამდე არ ვიზამ არაფერს, სანამ შენ არ გენდომინება - ყურში ჩამჩურჩულა. ამის შემდეგ კი ორივემ მშვიდად დავიძინებ.

Everything Has ChangedWhere stories live. Discover now