წეღანდელისგან განსხვავებით ჰარი გაბრაზებული აღარ იყო, პირიქით ბედნიერი იყო. თუმცა ერთი რამ არ მასვენებდა დილის მერე არაფერი მიჭამია ეხლა კი საშინლად მშია.
- ჰარი - 10 წუთში დავუძახე, საწყალი სახით შევხედე
- გისმენ, კარგად ხარ?
- კარგად ვარ მაგრამ...
- რა მაგრამ ტეილორ - ნერვიულად მკითხა
- მშია თან ძალიან - ტუჩი წინ გადმოვაგდე, ჩემს სიტყვებზე ჩაეღიმა
- ოუ, სახლში მალე მივალთ
- ჰარი მე ეხლა მინდა, სახლში კი ნახევარ საათში მივალთ. - გაბრაზებულმა ვთქვი
- დამშვიდდი, პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. კარგი აქვე კაფეა, იქ გავაჩერებ. - როცა ეს თქვა ამოვისუნთქე და გავიღიმე, ჩემს საქციელზე კი გაიცინა. 5 წუთში კაფესთან მივედით, ჰარიმ ბურგერი და ფრი მოგვიტანა მე და ლივს.
- აიღე, იმედია მისვლამდე კიდევ არაფერს მოითხოვ
- არა - პირგამოტენილმა ვუთხარი, ამაზე კი გაიცინა. მანქანა დაძრა, ისევ ნაცნონი გზისკენ წავიდა.20 წუთში უზარმაზარ სახლს მივადექით, სადაც ჰარის ოჯახი ცხოვრობდა, სადაც ასევე... ჯოი ვნახე, ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა თუმცა, სახლის დანახვამ ის დღე გამახსენა. ჩემი ფიქრების გაქრობა ვცადე გონებიდან, რაც მგონი გამომივიდა, ჰარიმ მანქანა სახლის წინ გააჩერა, დაცვას გასაღები მისცა, ჩვენ კი სახლისკენ დავიძარით, კარზე დააკაკუნა, მალევე გაისმა ფეხის ხმა, კარი ჯემამ გააღო, ჩვენი დანახვისას გაიღიმა, ჯერ მე შემდეგ ჰარის და ბოლოს ლივს ჩაეხუტა
- რატომ არ მითხარი რომ მოდიოდით - გაბრაზებულმა გვითხრა
- სურპრიზის გაკეთება გვინდოდა - ჰარიმ უთხრა და ხელი ჩამკიდა, სახლში შევედით მალევე ანეს ხმა გაისმა, რომელიც კითხულობდა ვინ მოვიდა.
- აა ჰარი, ტეილორ - ჩვენთან მოვიდა და ჩაგვეხუტა, ლივს კი ბევრი აკოცა - რატომ არ თქვით რომ მოდიოდით
- მეც ეგ ვკითხე დედა - ჯემამ თქვა და ხელები გადაიჯვარედინა.
- დედა ახლა არ დაიწყო გთხოვ, გვინდოდა სურპრიზი გაგვეკეთებინა თან რაღაც უნდა გითხრათ.
- რა? იმედია ცუდი არაფერია - შეშინებულმა იკითხა ანემ
- არა არ ინერვიულო, გაგიხარდება კიდეც. - ღიმილით უთხრა - აქ კიდევ დიდხანს უნდა ვიდგეთ? ჯობს შევიდეთ.
VOCÊ ESTÁ LENDO
Everything Has Changed
Romanceრამდენი ღამე სჭირდება ვარსკვლავის დათვლას? იმდენი დრო დამჭირდება ყველაფრის დავიწყებას, ანუ უსასრულობა, ვარსკვლავებს ხომ ვერ დაითვლი. ჩემი არაა.