- კარგი თუ ოჯახობანას მოვრჩით, სახლში წავიდეთ, ხვალ კი მე და შენ პარკში წავალთ - ოლივიას ღიმილით უთხრა და ცხვირზე გაეთამაშა - მხოლოდ მე და შენ, არანაირი დედა - სიცილით უთხრა, ლივმაც თავი დაუქნია
- მე რას მიპირებთ? - ტუჩი გადმოვაგდე და ისე ვიკითხე
- შენ - დაფიქრდა - ლივ დედაშენს რას ვუპირებთ?
- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა
- მე ვიცი, ის სახლში დაგელოდება, ერთი დღე სულ ჩემთან უნდა გაატარო - სიცილით უთხრა.
-კარგი მოვილაპარაკეთ ეხლა კი სახლში წავიდეთ, უკვე გეძინება - ჰარი უთხრა, დავინახე თვალები რომ ეხუჭებოდა
- კი მეძინება - თქვა და თავი ჰარის დაადო - ჩემი დათუჩა მელოდება -
- რა?
- ჩემი დათუჩა მოიწყენდა, შენ რომ მაჩუქე.
- ოუ მეგონა ჩემთან წავიდოდით - ღიმილით უთხრა
- მართლა? რაკარგია - სწრაფად წამოსწია თავი და ტაში შემოკრა. მეკი მათ უბრალოდ ვუყურებდი, ლივის ბედნიერი სახით ვტკბებოდი.
- მაშინ ჩემთან მივდივართ - თქვა და მანქანისკენ წავიდა, ლივი შიგნით ჩასვა, შემდეგ კი მეშემომხედა
- ტეი, რა მოხდა - რაღაცის თქმა დავაპირე თუმცა გამაჩუმა - არ თქვა რომ არფერი მომხდარა, ვიცი რომ რაღაც გჭირს.
- კარგი, მაგრამ სახლში გეტყვი
- იცოდე მეტყვი
- ხომ გითხარი, მივალთ და გაიგებ - ჰარისთვის მოყოლას ისედაც ვაპირებდი ერთმანეთს დავპირდით რომ არაფერს დავუმალავდით, მისთვის დეენემის ტესტის პასუხზეც არაფერი მითქვამს. ფანჯარაში გავიხედე, ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი. ღამე, ღამე იდუმალია, როგორც ადამიანი, ვერ გაიგებ მასთან რა ხდება, სიბნელე შეიძლება დიდ საიდუმლოს მალავდეს. ოლივიას მშვიდად ეძინა. როცა მის ყურებას მოვრჩი ჰარის მივუბრუნდი.
- ჰარი - მას შევხედე - შეგიძლია ჯერ სახლში მიმიყვანო?
- რატომ?
- ნივთებს ავიღებ
- ჩემი გამოყენე - ეშმაკურად მითხრა
- ჰარიი - მხარზე ხელი ოდნავ მივარტყი - მორჩი, ნივთები ლივსაც სჯირდება - ნიშნისმოგებით ვუთხარი
- აჰჰ, კარგი, მაშინ მხოლოდ მისი აიღე - ღიმილით მითხრა
- მორჩი თორემ გადავიფიქრებ
- რას? ნივთების აღებას?
- არა შენთან დარჩენას
- ოუ მაგას ვერ იზამ
- ვიათომ რატომ
- უჩემოდ ვერ გაძლებ - თვალები მოვჭუტე და ისე შევხედე
- ოუ, ასე გგონია?
- კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ - თვალი ჩამიკრა. მე შენ გაჩვენებ სეირს ჰარი სტაილს.
- კარგი ვნახოთ, ვინ ვერ გაძლებს.
ESTÁS LEYENDO
Everything Has Changed
Romanceრამდენი ღამე სჭირდება ვარსკვლავის დათვლას? იმდენი დრო დამჭირდება ყველაფრის დავიწყებას, ანუ უსასრულობა, ვარსკვლავებს ხომ ვერ დაითვლი. ჩემი არაა.