მანქანაში ვზივარ, საჭეს ხელს ძლიერად ვუჭერ, ისიც კი არ ვიცი რაზე ვფიქრობ, ერთადერთი ამ ქვეყნიდან გაქრობა მინდა, მინდა ყველაფერი დავივიწყო. არ ვიცი როგორ ავღწერო ჩემი ემოციები, თუმცა ასაღწერი არაფერია, ვერაფერს ვგრძნობ, თითქოს ჩემი ემოციები აღარ არსებობს, მოკვდნენ. ეხლა რატომ დაბრუნდა? რატომ?
10 წუთის წინ
- მამას არ ჩაეხუტები? - არ ჩაეხუტები? მინდოდა მას ერთხელ მაინც ჩავხუტებოდი, ბევრჯერ მიოცნებია კიდევ ერთხელ მასთან ჩახუტება, თუმცა ახლა... ამის სურვილი არ მაქვს, დიდიხანი ვუყურე, ბოლოს კი... ერთი ნაბიჭი გადავდგი მისკენ თუმცა, ბოლო წუთს გადავიფიქრე, მის გამო გამოვლილი ტკივილი გამახსენდა, ამ ყველაფერს ასე მარტივად ვერ ვაპატიებ ოც წელს ვერ ვაპატიებ. გასასვლელოსკენ უკანმოუხედლად გავვარდი, სწრაფად ჩავჯექი მანქანაში, დავინახე ჩემი ძმა როგორ გამოვარდა გარეთ, მანქანისკენ წამოვიდა, თუმცა იქამდე დავძარი სანამ მოვიდოდა.
Now
მანქანა სახლთან გავაჩერე, ისიც კი არ მახსოვს აქ როგორ მოვედი, მანქანაში გაუნძრევლად ვიჯექი, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი აქ, ჰარის ხმამ მომიყვანა გონს, ვერ გავიგე როდის მოვიდა, ან კარის გაღების ხმა როგორ ვერ გავიგე?
- ტეილორ, კარგად ხარ?
- მე... არ ვიცი - არ ვტიროდი, ვცდილობდი არ მეტირა, თუმცა ბოლო წუთს ცრემლი წამომივიდა.
- ჰეი, დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა - ჩამეხუტა და თმაზე ხელს მისმევდა - სახლში შევიდეთ - ცოტახანში მითხრა, ღვედი გამიხსნა და გადასვლაში დამეხმარა.
სახლში შევედით მდივანზე დამსვა, თვითონ კი სამზარეულოში შევიდა, იქიდან წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა.
- დალიე - წყალი მოვსვი - როცა დამშვიდდები მითარი რა მოხდა - მითხრა და ისევ მიმიხუტა
- ბოდიში - თვალებ დახუჭულმა ვუთხარი
- რისთვის?
- პირობა ვერ შევასრულე
- პირობას არ დაარღვევ თუ ეხლა დამშვიდდები - წყნარად მითხრა.
- მე.. - ცოტახანში დავიწყე, წამოვდექი და ჰარის შევხედე - ჩემი ძმა ვნახე
- მოიცა შენ ტესას სანახავად არ წახვედი?
- კი, ის მერე ვნახე, არა მარტო ოსტინი
- კიდევ ვინ? - შეშინებული ხმით მკითხა. შეეშინდა, შეეშინდა რომ ჯოის ვიტყოდი
- დამშვიდდი, მამაჩემი ვნახე
- ოუ, ეს კარგია არა, მამაშენი...
- მასთან არ მილაპარაკია, მაშინვე წამოვედი
- რატომ?
- მასთან საუბარი არ შემეძლო
- და შენი ძმა?
- მასთან ერთად იყო, ოსტინს დაველაპარაკე, თუმცა ცოტახნით შემდეგ კი....
- შემდეგ მამათქვენი მოვიდა შენ კი გამოიქეცი
- მგონი. არ შემეძლო ვერ დაველაპარაკებოდი, ყველა მოგონებამ ერთიანად ამომიტივტივდა, მასთან გატარებული ბედნიერი დღეები, მის გამო ტირილში გათენებული ღამეები.
- მოდი აქ - მითხრა, მანიშნა რომ მისკენ მივწეულიყავი, მივიწიე, თავი მკერდზე დავადე.
- არ არის აუცილებელი ახლავე დაელაპარაკო, ამისთვის კიდევ ბევრო დრო გექნება. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ხომ ასე. ტესა კი...
- ტესას ის ვუთხარი რაც საჭირო იყო, მასზე საუბარი აღარ გვინდა.
- კარგი - სიწყნარეში ვიჯექით, მხოლოდ ჩვენი სუნთქვა ისმოდა - ჯობს დაწვე, უკვე გვიანია, დასვენება გჭირდება - 5 წუთში მითხრა, მართლაც ძალიან დავიღალე, თავი დავუქნიე და ორივე ოთახში ავედით. ორივემ გამოვიცვალეთ, საწოლში ჩემი მხარე დავიკავე, ჰარიც მალე მოვიდა მისკენ გადავტრიალდი და თავი მკერდზე დავადე.
- მაპატიე? - ცოტახანში ვკითხე
- რა?
- მაპატიე, ყველაფერი რაც ჩემს გამო გამოიარე?
- რომ არ მეპატიებინა ახლა, აქ არ ვიწვებოდით - მითხრა და თავზე მაკოცა - ჯობს დაიძინო, შენც და ბავშვსაც დასვენება გჭირდებათ, ასეთ სისულელეებზე კი არ იფიქრო .- არაფერი მითქვამს თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე, ძილბურულში ვიყავი როცა შუბლზე ტუჩები ვიგრძენი.
YOU ARE READING
Everything Has Changed
Romanceრამდენი ღამე სჭირდება ვარსკვლავის დათვლას? იმდენი დრო დამჭირდება ყველაფრის დავიწყებას, ანუ უსასრულობა, ვარსკვლავებს ხომ ვერ დაითვლი. ჩემი არაა.