როდესაც მივხვდი რომ დავიგვიანე, ცრემლები მოვიშორე, მაკიაჟი შევისწორე და სტაილსების კომპანიისკენ წავედი, რაღაც საბუთებზე ხელი იყო მოსაწერი, გზაში ისევ ჩემს შვილზე და მამამისზე ვფიქრობდი, ნეტავ ამის თქმა ვინმესთვის შემეძლოს. თუმცა შემიძლია, ჰარი ვიცი რომ ის გაიგებს, არც არაფერს მაიძულებს, ჩემს ნებისმირ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. კომპანიაში მალე მივედი მაშინვე ბეატრისგან შევედი, მანაც საჭირო საბუთები მონახა, ხელი მოვაწერე, ცოტახნით მასთან ვიყავი, ჰარიზე რაღაცეებს მიყვებოდა, მის რამდენიმე ისტორიაზე ბევრი ვიცინეთ კიდეც, როდესაც ბეატრისთან საუბარს მოვრჩი ჰარისთან შევედი, თუმცა თავის ოთახში არ იყო, ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან და დავურეკე.
- ჰარი
- ტეი, სად ხარ ძალიან მომენატრე, იქნებ გნახო?
- ოუ აბა გამოიცანი სად ვარ - ვიცოდი რომ ჩემს ღიმილს ვერ დაინახავდა თუმცა სულელივით ვიღიმოდი
- ამმ სად?
-შენ.. - ვაპირებდი მეთქვა რომ მის ოთახში ვიყავი, თუმცა კარი გაიღო და ოთახში ჰარი შემოვიდა, მე მაგიდას ვეყრდნობოდი, ჰარის ჩემი დანახვისას დიდზე გაიღიმა, მის ღიმილზე მეც გავიღიმე ჩემთან მოვიდა და ჩამებუტა, ყელში პატარა კოცნაც დამიტოვა.
- აქ როგორ აღმოჩნდი?
- ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემი ნახვა არ გაგიხარდა - ჯერ კიდევ ვეხუტებოდით ერთმანეთს, კარის ხმაზე მოვშორდით ერთმანეთს.
- ამბოდიში ბატონო სტაილს, არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა - ოთახში მაღალი ქესა გოგო შემოვიდა.
- არაუშვას, ის კი სტუმარი არ არის- მე შემომხედა - რამე ხდება ლისა?
- ამ დიახ დედათქვენი და თქვენი და არიან მოსულები
- კარგი შემოიყვანე
- ჯობს მე წავიდე - ვუთხარი როცა ლისა გავიდა ოთახიდან, ჩემი ჩანთის ასაღებად წავედი თუმცა დამიჭირა. არ მინდოდა მის ოჯახს აქ ვენახე, ჯერ დედამისის გაცნობისთვის არ ვარ მზად.
- მოიცა რატომ?
- ჰარი შენთან, მოვიდნენ მე კი ზედმეტი ვიქნები
- ზედმეტი? შენ ზედმეტი არასდროს იქნები - თქვა შემდეგ კი წარბ აწევით შემომხედა - მოიცა? შენ ...
- რა მე?
- არ მითხრა, რომ დედაჩემის მოსვლამ აგაღელვა
- არა რა სისულელეა - ვუარღვე თუმცა მართალი იყო
- ვის ატყუებ, მე ვერ მომატყებ
- კარგი ხო, არ ფიქრობ რომ ჯერ ადრეა
- საერთოდ არ არის ადრე, ვფიქრობ რომ ჩემს ოჯახს უნდა იცნობდე, თუ შენ არ გინდა...
- არა, როგორ არა, უბრალოდ ჯერ ჩვენ მხოლოდ ერთი კვირაა რაც ერთმანეთს ვხვდებით.
- მართალია თუმცა მე დიდიხანია მიყვარხარ უბრალოდ შენ აქამდე ვერ გამოგტეხე და არასდროს მომბეზრდება შენთვის იმისთქმა თუ როგორ მიყვარხარ
- მეც მიყვრხარ - ვთქვი თუ არა მისი გაოცებული სახე დავინახე, რათქმაუნდა აქამდე ასეთი რამ მისთვის არ მითქვამს. რაღაცის თქმას აპირევდა თუმცა კარების ხმამ გააჩუმა. ჯერ ახალგაზრდა ყავისფერთმიანი გოგო შემოვიდა, მას კი ასევე ყავისფერთმიანი ქალი შემოყვა, ჰარი დაინახა თუ არა მაშინვე მას ჩაეხუტა, შემდეგ კი ალბათ მის დასთან მივიდა. როდესაც ჩახუტებას მორჩნენ ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანეს
- ჰარი ეს გოგო... - დწდამისმა საუბარი დაიწყო, ჰარი ჩემთან მოვიდა და ჩუმად მითხრა - ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.
- ეს ტეილორია - ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა, ხელი ზელზე მომკიდა და მის მკერდს მიმაკრო - ჩემი შეყვარებული - ორივეს სახეზე გაოცება დავინახე, თუმცა ჰარის დედის სახეზე მალევე სიხარული დავინახე ჩემთან მოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა.
- დედა მოიცა, იქნებ ჯერ ერთმანეთი გაგაცნოთ? - სიცილით უთხრა
- ტეი ეს ჩემი და ჯემა ეს ქალბატონი კი დედაჩემი ანე - ღიმილით გამაცნო ისინი. ჯემა ძალიან კარგი გოგო ჩანს ჰარიზე სამი წლით არის უფროსი, ცოტახნით კიდევ ვიყავი მათთან, თუმცა ოლივიას გამოყვანის დრო არის
- ჰარი მე უნდა წავიდე ოლივია უნდა გამოვიყვამო ბაღიდან. - ვთქვი მანაც თავი დამიქნია
- ოლივია ვინ არის - დედამისმა იკითხა
მე არფერი მიპასუხნია ჰარი თავად უნდა დაელაპარაკოს მათ. მხოლოდ დავემშვიდობე და გასასვლელისკენ წავედი.
ESTÁS LEYENDO
Everything Has Changed
Romanceრამდენი ღამე სჭირდება ვარსკვლავის დათვლას? იმდენი დრო დამჭირდება ყველაფრის დავიწყებას, ანუ უსასრულობა, ვარსკვლავებს ხომ ვერ დაითვლი. ჩემი არაა.