19

190 27 2
                                    

ჩემს ბაგეებს დაეწაფა, არ ვიცი რატომ მაგრამმეც ავყევი,ეს კოცნა მისი შეხება მსიამოვნებდა. როცა მიხვდა რომ წინააღმდეგობას არ ვუწევდი ტუჩზე ოდნავ მიკბინა, ჩემს ტუჩებს მომშორდა მაგრამ ოდნავ მაინც ეხებოდა, თვალები დახუჭული გვქონდა და ჩვენი ცხვირები ერთმანეთ ეხებოდნენ, შუბლი ჩემს შუბლთან ჰქონდა. ორივენი ღრმად ვსუნთქავდით.

- არ ვიცი რას მიკეთებ, მაგრამ მინდა რომ სულშენს გვერდით ვიყო, არ მაინტერესებს შენ ეს გინდა თუ არა, თავიდან ვერასდროს მომიშორებ - მტკიცედ
თქვა თვალები გავახილე. არ ვიცოდი რა მეთქვა, ჩუმად ყოფნა ვარჩიე - ამ რამდენიმე კვირაში თავი.... თავი შემაყვარე, არ ვიცი ეს როგორ გააკეთე მაგრამ ვიცი რომ არასდროს გაგიშვებ, რამდენჯერაც არ უნდა სცადო გაქცევა ყოველთვის გიპოვნი. არ მოგთხოვ ახლა იგივეთი მიპასუხო, მაგრამ ეს უნდა იცოდე მიყვარხარ - ,,მიყვარხარ" მას... არაფერი ვუპასუხე უბრალოდ ჩავეხუტე, ხელები მანაც მომხვია, ნახევარი საათი ასე ვიჯექი ერთმანეთთან ჩახუტებელები. არ ვიცოდი მისთვის რა უნდა მეთქვა მის წეღანდელ დიალოგზე, არ ვიცი მის მიმართ რას ვგრძნობ, მხოლოდ ის ვიცი რომ მასთან ყოფნა მსიამოვნებს
- შენ ჩემზე არაფერი იცი - მოულოდნრლად ვუთხარი
- როცა საჭიროდ ჩათვლი მაშინ მეტყვი

როცა ოთახში ავედით ჰარი მდივამზე დაჯდა
- რას აკეთებ? - ვკითხე
- არაფერს ვზივარ
- დაძინებას არ აპირებ?
- არ მინდა შეგაწუხო
- არ მაწუხებ, დაწექი - ვუთხრი და ლოგინზე ვანიშნე. მოვიდა და ოლის გვერდით დაწვა, ხელით ჩემს თმა ეფერებოდა. მისი შეხება მსიამოვნებდა, მალევე ჩამეძინა კიდეც.

დილით სახეზე შეხება მაღვიძებს, ცალ თვალს ვახელ და ოლის ვხედავ რომელიც ჩემი დ ჰარის გაღვიძებას ცდოლობს
- გა.. იყვიძეეთთ - ყვირის და საწოლზე ხტუნაობს
- რა ხდება? - ჰარიმ თვალები გაახილა და ოლივიას შეხედა შემდეგ მე. თვალები ისევ დავხუჯე. - ოლი მგონი დედას ეძინება - უთხრა ჰარიმ თითქოს სერიოზული ხმით, მაგრამ მისი სიცილის ხმა მაინც გავიგე. ორივე მომვარდა და მიღუტუნებდნენ თან იცინოდნენ
- ხედავ რა მალე გავაღვიძეთ? - თქვა და თავის საქმიანობა გააგრძელა.
- გე ყო თ - ვთქვი ძლივს.
- კარგი კარგი გვეყოფა ოლი - თქვა ჰარიმ
- ასე არა - ეხლა ჩემი ჯერია გავიფიქრე - მოდი აქ პატარა მაიმუნო ვუთხარი ოლის და მაშინვე ჩემთან მოვიყვანე და ღიტინი დავუწყე. ჩვენ ვიცინოდოთ, ჰარი უკვე ამდგარა და ჩვენ გვაკვირდებოდა.
- დედა-შვილი თამაშს მორჩით? - ,,დედა-შვილი" ყურში უცნაურად მომესმა. მაგრამ არაფერი შევიმჩნიე
- კარგი ავდექით. - ვთქვი და ოლივიაც ავაყენე
ჰარიმ სადილი მოამზადა, მეკი ოთახი მოვაწესრიგე.
ყველამ ერთად მივირთვით ჰარის მიერ მომზადებული შოკოლადის ბლინები
- აბა, დღეს რა გეგმები გვაქვს? - იკითხა ჰარიმ
- არანაირი - ვუპასუხე
- უჟმური - ჩუმად თქვა მაგრამ გავიგე
- გავიგე - გაბრაზებულმა ვუთხარი
- ანუ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ დღეს რა ვაკეთოთ ლივ - თქვა ჰარიმ და ოლივს ცხვირზე წაეთამაშა ოლივიამ კი საყვარლად ჩაიკისკისა.

Everything Has ChangedWhere stories live. Discover now