Taylor's POVდილით რაღაც სიმძიმე მაღვიძებს, თვალს ვახელ და ჰარის ვხედავ, რომელსაც ხელი წელზე აქვს მოხვეული, თავი კი ჩემს კისერში აქვს ჩარგული. ადგომა ვცადე მაგრამ, ტყუილად მისი ხელებიდან თავი ვერ დავიხსენი. 10 წუთიანი მცდელობის შემდეგ დავნებდი და ველოდები როდის გაიღვიძებს.
მის სახეს ვუყურებდი, მის თითოეულ ნაკვთს ვაკვირდებოდი. თითქმის ნახევარი საათი ვუყურებდი მძინარე ჰარის. მოულოდნელად კი ხმა ამოიღო
- დედამ არ გასწავლა რომ მიშტერება უზრდელობაა? - გამომიჭირა. დაინახა რომ ვუყურებდი. ცალი თვალი გაახილა და გაიღიმა
- არ გიყურებდი
- ტყუილი არ შეიძლება, ცხვირი გაგეზრდება - თქვა და ცვირზე ხელი დამადო. არაფერი მიპასუხია.- იქნებ ხელი გამიშვა
- რატომ?
- უნდა ავდგე
- არა ჯობს ვიწვეთ
- მე ადგომა მინდა შენ თუ გინდა იწექი.
- ახ კარგი - ამოიოხრა - ისე ჩემი მაისური შენ უფრო გიხდება - როგორც კი ავდექი თავიდან ბოლომდე ამათვალიერა, მეკი თვალები გადავატრიალე და სააბაზანოში შევედი. როდესაც დავრუნდი რომ ტანსაცმელი ჩამეცვა ჰარი ოთახში არ იყო, სავარძელზე კი ახალი ტანსაცმელი დამხვდა. ალბათ ესინი იყიდა გუშინ.
ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.ჰარი სამზარეულოში იყო და ომლეტს ამზადებდა
- გიხდება, ხომ ვთქვი კარგი გემოვნება მაქვსთქო შენ კი არ მიჯერებიდი - თავის თავის შექება დაიწყო, თან თვალი ჩამიკრა.
YOU ARE READING
Everything Has Changed
Romanceრამდენი ღამე სჭირდება ვარსკვლავის დათვლას? იმდენი დრო დამჭირდება ყველაფრის დავიწყებას, ანუ უსასრულობა, ვარსკვლავებს ხომ ვერ დაითვლი. ჩემი არაა.