თავი 13

229 34 9
                                    

თავი 13

Flashback

Taylor's POV

დილით საშინლად მტკიოდა თავი, როდესაც თვალები გავახილე უცხო ოთახში ვიყავი, შიშველი ვიწექი საწოლში. ნელ-ნელა კი ჩემმა გონებამ ყველაფრის აღქმა დაიწყო, გამახსენდა ყველაფერი, არ ვიცი რატომ მაგრამ არ ვტიროდი. ოთახს თვალი მოვავლე მარტო ვიყავი, ყველგან ჩემი ნივთები ეყარა, ამ ყველაფრის დანახვისას კი ტირილი მომინდა, ვიგძენი თვალზე ცრემლი, მეც ტირილი დავიწყე, თანვყვიროდი და თმებს ვექაჩემოდი

- რატომ? ეს რატომ მოხდა? ასეთი რა დაგიშავეთ? ნაბი*ვარი - არ ვიცი რამდენიხანი ვტიროდი, კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა, კარი არ გამიღია, ხნაც მალევე შეეწყდა.
არ ვიცი როგორ მაგრამ ავდექი, ჩემი კაბა ჩავიცვი, ერთი ბრეტელი მოწყვეტილი ჰქონდა. სარკეში არც ჩამიხედავს, დარწმუნებული ვარ თვალები დასიებული და ჩაწითლებული მექნება.
კარი გავაღე და ქვევით ჩავედი, გარშემო ვერავის ხმას ვერ ვიგებდი,
- შვილო კარგად ხარ? -მკითხა ვიღაც ქალმა.
არაფერი მიპასუხია გზა ისე გავაგრძელე.
სახლში მივედი. დედაჩემი სასხლში არ იყო, სააბაზანოში შევედი, წყალი მოვუშვი და ტანსაცმლიანა მის ქვეშ დავდექი, ცრემლებმაც არ დააყოვნა და მაშინვე წამოვიდნენ. წყლის წვეთები და ცრემლი ერთმანეში ერეოდნენ. ჩავიკეცე თავი მუხლებზე დავდე და ასე გავაგრძელე ტირილი. არ ვიცი ასე რამდენიხანი ვიჯექი, გონს დედაჩემის ხმამ მომიყვანა
- ტეილორ, მანდ ხარ?
- კი - მხოლოდ ეს ვუთხარი
- კარგად ხარ? - არ მეშვებოდა
- კი
- ტეილორ კარი გააღე
- მარტო ყოფნა მინდა - ვუთხარი. ხმა აღარ ამოუღია
მალევე გამოვედი აბაზანიდან, ჰიჟამა ჩავიცვი და ლოგინში დავწექი.
- ტეილორ - დედაჩემი შემოვიდა მაგრამ თავი ისე მოვაჩვენე თითქოს მეძინა. კარის დაკეტვის ხმა გავიგე, ამით მივხვდი რომ გავიდა.

ეხლა რა მოხდება? ასე ცხოვრებას როგორ გავაგრძელებ? ან ჯოის რა ვუთხრა, მასთან როგორ უნდა ვიყო? ამ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც.

Everything Has ChangedМесто, где живут истории. Откройте их для себя