39

138 25 0
                                    

Taylor's POV

დილით მზის სხივები მაღვიძებს, თავი საშინლად მტკივა, ოთახს თვალი მოვავლე, ვერ ვიჯერებდი რომ ჰარის ოთახში ვიყავი, გვერდით გავიხედე იქ კი ჰარის ეძინა, თანაც მჯდომიარეს, ხელები გადაჯბარედინებული ჰქომდა, თმა წინ ჩამოჰყროდა. გუშინდელი მომხდარი ამომიტივტივდა თავში, საშინელი ტკივილი გამახსენდა მუცლის არეში, ვცდილობდი ჰარისთვის მეთქვა თუმცა შემდეგ... აღარფერი მახსოვს, ალბათ გონება დავკარგე.
საწოლიდან ადგომა ვცადე, თუმცა ისევ საშინელი ტკივილი ვიგრძენი და სწოლზე დავჯექი
- პატარავ იმედია კარგად ხარ. - ისე ვთქვი თითქოს გაიგებდა, ისევ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, რასაც ჩემი ამოკნედვა მოჰყვა, მგონი ამან ჰარიც გააღვიძა, ოდნავ შეირხა, შემდეგ კი თვალებიც გაახილა
- ტეილორ - ჩემს დანახვაზე მაშინვე ფეხზე ადგა და ჩემთან მოვიდა - კარგად ხარ? - სახეზე მომკიდა ხელი, თუმცა მოვიშორე
- კი კარგად ვარ. - როდესაც ტკივილი ვეღარ ვიგრძენი ვუთხარი
- დარწმუნებული ხარ? ცუდად გამოიყურები
- გითხარი კარგად ვართქო
- კარგი ხო, ნუ ბრაზოდ, ჯობს დაისვენო - მითხრა და სააბაზანოში შევიდა, ახლა შევნიშნე რომ ჰარის მაისური მეცვა, ჩემი ტანსაცმლის ძებნა დავიწყე, მდივამზე დავინახე და ასაღებად წავედი, როცა დავიხარე ისევ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, უფროსწორად უარესი
- ჰა...რი - ამოვიჩურჩულე, ხმის ამოღებაც არ შემეძლო, თითქოს ჩემი ხმა გაიგო და სააბაზანოდან იმ წუთას გამოვიდა
- ტეი - ჩემთან მოვიდა და მდივანზე დამსვა - რა მოხდა?
- მე... აჰ
- რა მოხდა - ტკივილისგან უკვე ვტიროდი
- მუცელი ... - საუბარიც არ შემეძლო - საშინლად მტკივა
- რა? ახლავე ექიმთან წავიდეთ - მითხრა და ხელში ამიყვანა
- ოლივია ის...
- ნაილს დავურეკავ ის მოვა - გზაში ნაილს დაურეკა თხოვა, რომ ლივთან დარჩენილიყო ისიც დათანხმდაა

Harry's POV

საავადმყოფოში 20 წუთში მივედით, ტეილორი მაშინვე სადღაც შეიყვანეს, მეკი დერეფანში აქეთ-იქით დავდიოდი და ვლოცულობდი რომ ორივე კარგად ყოფილიყო.
თითქმის ერთი საათია ექიმი არ გამოსულა, უკვე იმაზე ფიქრს ვიწყებდი რომ ... არა, მაშინვე მოვიშორე საშინელი ფიქრები გონებიდან. ოც წუთში ექიმი გამოვიდა, შუახნის ქალბატონი იყო, მაშინვე მასთან მივედით
- კარგად არიან?
- დამშვიდით ორივე კარგად არის, სისხლდენა ჰქონდა, თუმცა მალე შევუჩერეთ, მის ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ახლა სტაბილურად არის, ბავშვის სიცოცხლეს ახლა აღარაფერი ემუქრება, თუმცა არ უნდა ინერვიულოს, უნდა დაისვენოს. ნაყოფი პატარაა და სუსტი, სტრესი ბავშვზეც იმოქმედებს. თუ ინერვიულებს და თავს არ გაუფრთილდება ბავშვს დაკარგას, მუცლის მოშლის საშიშროება ძალიან დიდია, თავს უნდა გაუფრთხილდეს. შეგიძლიათ ნახოთ თქვენი მეუღლე. გამოჯანმრთელებას გისურვებთ - ექიმს დავემშვიდობე მეკი ტეილორთან შევედი.
მგონი ისევ ეძინა, თვალები დახიჭული ჰქონდა, სახეზე ფერმკრთალი აღარ იყო. მასთან მივედი და სკამზე ჩამოვჯექი, ხელი ხელზე დავადე და ფერება დავუწყო, ოდნავ შეირხა, ხელი ავიღე რომ არ გაღვიძებოდა, თუმცა უკვე გვიანი იყო, თვალები გაახილა და მე შემომხედა
- თავს როგორ გრძნობ? - ვკითხე
- კარგად ვარ, ის... - წინადადების დასრულება ვერ შეძლო, მივხვდი რომ ბავშვზე მეკითხებოდა
- ისიც კარგად არის, ორივენი კარგად ხართ - თვალები დახუჭა და რაღაც ამოიბუტბუნა, თვალზე ცრემლი შევნიშნე, რომელიც მალევე მოიშორა. - ამ, მე გავიგებ როდის შევძლებთ სახლსი წასვლას - უხერხული სიჩუმე იყო, ეს ამოტომაც ვთქვი, თავი დამიქნია, მეც პალატიდან გავედი, ექიმი ვიპოვნე და ვკითხე როდის გაწერდა, მითხრა რომ შეგვეძლო უკვე წავსულიყავით, კიდევ გამიმეორა, რომ მისი ნერვიულობა არ შეიძლება.
პალატაში დავბრუნდი როცა შევედი ტეილორი ჩემს მაისურც იცვამდა, რომლითაც აქ მოვიყვანე.
- შეგვიძლია წავიდეთ, თუ გინდა.
- კი ჯობს წავიდეთ ,ლივიც მარტოა
- მარტო არ არის ნაილია მასთან.

Everything Has Changedحيث تعيش القصص. اكتشف الآن