თავი 5

296 43 4
                                    

Taylor's POV

როდესაც სახლში მივედი ოლივიაზე ვფიქრობდი, გულის სიღრმეში მიყვარდა ის მაგრამ ამას არ ვაღიარებდი, მის მიმართ შიშს განვიცდი, შიშს იმისას რომ ერთ დღესაც ბენი შვილს წამართმევს. შვილი? მისთვის შვილი არასდროს მიწოდებია, ყველას ვუკრძალავდი ამ სიტყვის თქმას.

დღეს საკმაოდ გვიან გამეღვიძა. შაბათია ამიტომ სამსახურში არმივდივარ.
ქვევით როცა ჩავედი ტესა ფილმს არჩევდა
- ჰეი - მივესალმე
- ჰეი , მოდი ფილმს ვუყურეთ ერთად
- კარგი, მე პოპ-კორმს გავაკეთებ- ვთქვი და სამზარეულოში გავედ
კოლა ავიღე პოპ-კორნიც მოვამზადე და სასტუმრო ოთახში გავედი ტესამ ,,ერთხელ რომში" ჩართა, ეს ფილმი აქამდეც ნანახი გვაქვს თუმცა ჩვენ არ გვბეზრდება.

როცა ფილმი დამთავრდა ტესას ახალი ამბების მოყოლა დაიწყო
- იცი რამდენიმე დღის წინ ერთი ბიჭი გავიცანი კომაპანიაში იყო მოსული - მითხრა ტესამ
- ეეე მერეე, რა ქვია? - ღიმილით ვუთხარი
- ზეინი. მითხრა სხვა დროსაც შევხვდეთო, თან ნომერი გამომარათვა და დღეს დილით მომწერე საღამოს კლუბში წავიდეთო, მეც დავთანხმდი, მაგრამ...
- ღმერთო ტესს სათქმელს ნუ წელავ, თქვი
- კარგი. მითხრა მინდა ჩემი მეგობრები გაგაცნოვოო.. - ეს ოო ცოტათი გაწელა - მეც ვუთხარი ჩემს მეგობარს წამოვიყვანთქო
-მერე - დაბნეულმა შევხედე, შემდეგ კი გავიაზრე რა თქვა - მოიცა, მოიცა არ მითხრა რომ... ღმერთო არ მითხრა რომ იმის შემდეგ მეუბნები რომ კლუბში წამოვიდე
- ტეი გთხოვ მარტო ვერ წავალ თან შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ.
თან უკვე დროა ეგ ამბავი დაივიწყო.

- ტესსს
-გთხოვ მალე წამოვალთ, მარტო არ გამიშვა - ამ დროს კი საცოდავი თვალებით გამომხედა
- ახხხ, კარგი მაგრამ მალე მოვდივართ
- აააა- ტესამ იყვირა და ზედ დამახტა, ამაზე კი გამეცინა- ძალიან მიყვარხარრრ - როცა დაწყნარდა ვკითხე რომელზე მივდივართოქ
-8 საათზე ვუთხარი ჩვენ თვითონ მოვალთქო
- კარგი

Everything Has ChangedOnde histórias criam vida. Descubra agora