34

149 27 0
                                    

Harry's POV

ტესას სახლიდან წასვლის შემდეგ, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ან რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი მომეძებნა თუ ცოტახნით ამ ყველაფრისგან დასვენების უფლება მიმეცა მისთვის. უგზო-უკვლოდ დავდიოდი ლოს-ანჯრლესის ქუჩებში. სახლში მისვლა არ მინდოდა, იქ რომ მივსულიყავი ყველაფერი ტეილორს გამახსენებდა, ბოლოს ნაილთან წასვლა გადავწყვიტე, არა იმიტო რომ ტეილორის მოძებნა მეთხოვნა არამედ დასალაპარაკებლად, ვინმესთან საუბარი მჭირდება.
ნაილის სახლის წინ გავაჩერე მანქანა, სწორედ ამ დროს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ლუი იყო.
- გისმენ ლუი
- სად ხარ?
- ნაილთან მოვედი
- კარგი მალე მოვალთ

ტელეფონი გათიშა მეც კართან მივედი და დავაკაკუნე , ნაილმა მალევე გააღო კარი, მეც შიგნით შევედი
- ჰარი? კარგად ხარ? - მკითხა როცა მდივანზე დავჯექი
- ლუდი მოიტანე და გეტყვი - სამზარეულოში გავიდა იქიდან კი ორი ბოთლი ლუდით დაბრუნდა.
- აბა საქმე ისევ ტეილორს ეხება - ჩავიცინე, საქმე ყოველთვის ტეილორ ეხება, რაც ის გამოჩნდა ყველაფერი მას ეხება
- კი
- ამჯერად რა მოხდა?
- ის რომ სამუდამოდ წავიდა
- რა?
- ხო წავიდა, იმის გამო რომ ყველაფერი გაიგო, იმის გამო რომ ყველა ვინც მის გვერდით არის ატყუებს, მეც ვატყუებდი, ეხლაც ვატყუებ, რომ არ ვიცი რაც მოხდა, თუმცა სიმართლე არც მე მცოდნია.
- რას ბოდავ ჰარი.
- ნეტავ ვბოდავდე
- ჯობს მოყვე რაც მოხდა
- ტესა
- რა ტესა
- მან და დედამისმა გაუკეთეს, ყველაფერი მათი დაგეგმილი ყოფილა, თუმცა ბენს... ტეის შვილის მამა ის არ არის
- მოიცა აბა ვინ არის?
- მისი ყოფილი ხომ იცი, ჯოი. ის არის
- რაა?
- ხო ის არის, უარესი რამდენიმე დღის წინ ნახა კიდეც.
- ჯანდაბა ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი - ყველაფერი ვუთხარი ნაილსაც, დამალვას რა აზრი აქვს. მერამდენე ლუდი დავლიე აღარ ვიცი, ოთახში ლუი, ზეინი და ლიამი შემოვიდნენ მეგონა მეჩვენებოდა თუმცა ნამდვილები აღმოჩნედნენ.
მათ საუბარს არ ვუსმენდი, რამდენჯერმწ ჩემი სახელიც ახსენეს თუმცა ყურადღება არ მივაქციე.
- ჰარიი - ლუიმ დაიყვირა
- ყრუ არ ვარ ლუი
- ერთი საათი გეძახით და ყრუ არ ხარ?
- რა გინდა?
- ჩვენ რაგვინდა, თავად რა გინდა ჰარი? - ამჯერად ლიამმა დაიყვირა
- დღეს ყველა რატომ ყვირით?
- ჯობს ტრაკი აწიო და ტეილორი იპოვნო
- და რომ ვიპოვნო რა, წავიდა მორჩა ყველაფერი დამთავრდა.
- ასე ადვილად ნებდები
- სხვა რა გზა მაქვს
- იბრძოლე, თუ გიყვარს იბრძოლე, თუ გიყვარს არ მიატოვბ
- თავად მიმატოვა - დავიყვირე
- მაშინ უნდა დაიბრუნო, როგორც გავიგე უკვე შენი ცოლია ასე არ არის - სიტყვა ცოლი გამოკვეთა. ოხ ლუი, ენას ვერ აჩერებ. ლუს შევხედე.
- ხო ცოლია
- ჯობს დაიძინო, მთვრალი ხარ, ხვალ გადაწყვიტე რას იზავ - ნაილმა მითხრა და ფეხზე ამაყენა - ოთახში ავიყვანოთ. - მგონი ეს მათ უთხრა

Everything Has ChangedWhere stories live. Discover now