35

142 29 0
                                    


ნაილის ზარს ველოდი, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ტეილორი ცუდად იყო, ოლივი კი მარტო იყო მასთან, ალბათ ძალინ შეშინებულია. სად ხარ ამდენხანს ნაილ, ტელეფონის საათს დავხედე, ნახევარი საათია ველოდები მის ზარს.
ათ წუთში ზარის ხმა გაისმა, ნაილი იყო.
- ნაილ
- მისამართს გიგზავნი, რამდენიმე საათის გზაა, სიეტლიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალი გზაა.
- კარგი, მადლობა ნაილ.
- ყოველთვის შენს სამსახურში ძმაო,რამე თუ დაგჭ...
- ვიცი ...მადლობა

ტელეფონი გავთიშე, რამდენიმე საათი, ამდენ ხანს ტეილორი გაძლებს, ვინ იცის რა ჭირს, ან ოლივი. ტელეფონი ავიღე და ტეილორის ნომერზე დავრეკე.
მალევე აიღო ტელეფონი, ალბათ ლივმა
- ოლივ, შენ ხარ?
- ჰოო - ნამტირალ3ვი ხმა აქვს
- პრინცესა მალე მოვალ, მანამდე კი მელაპარაკე კარგი, ტეი როგორ არის
- ძინავს
- კარგი, მანდ როგორია, მოგწონს მანდაურობა
- კი - მოკლე პასუხები რა ვკითხო აღარ ვიცი. მე ვლაპარაკობდი მთელი ნახევარი საათი, ოლივი მხოლოდ კი ან არას მპასუხობდა.
- ჰარიიი
- რა მოხდა - შემეშინდა, იმედია ტეილორი კარგადაა
- დედიკო გაინძრა, მგონი იღვიძებს

,,-ლივ" - ტეილორის ხმა გავიგე

- ლივ არ უთხრა რომ მე მელაპარაკები.
კარგი?
- აჰა

,, - დედიკო კარგად ხარ"
,,- მოდი აქ ჩამეხუტე, კარგი"

მხოლოდ ეს გავიგე ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღიათ.
ერთი, ორი საათი... ძლივს ჩავაღწიე სიეტლში, სიეტლიდან დახლოებით 25 წუთი უნდა ფერმამდე.
ეს დროს შეუმჩნევლად გავიდა, აქ ძალინ სიწყნარე იყო, ეხლა ვხვდები რატომაც აარჩია ტეილორმა ეს ადგილი.
ფერმასთან გავაჩერე მანქანა, მისღებში ვიკითხე რომელი ოთახი იყო ტეილორის, თუმცა მითხრეს რომ ასეთი არავინ იყო აქ
- შეუძლებელია აქ უნდა იყოს, ელისონი სცადეთ - ისევ უარყოფითი პასუხი
- კარგი ელისონ ფინლაი სცადეთ - დედამის გვარი
- დიახ აქ არის, 130 ოთახი, გარეთ რომ გახ... - სათქმელი არ დავაარულებინე ისე გავვარდი გარეთ, 130 ოთახის მოძებნა დავიწყე, გამიმართლა და მალე ვიპოვნე კარი შევაღე, უფროსწორად გამოვგლიჯე. საწოლზე ორი სხეული დავინახე, რომელიც გაუნძრევლად იწვნენ, ოლივი ტეილორს ეხუტებოდა, მასაც ძლიერად ჰქონდა შემოხვეული ხელები, სახეზე ფერი არ ედო, ლივი შეირხა და მასთან მივედი
- ლივ
- მამიკო - კისერზე ჩამომეკიდა, თავის პატარა ხელები მომხვია, ხახეზე კი ძალინ დიდი ბედნიერება ეწერა
- პრინცესა კარგად ხარ - თავზე ხელი გადავუსვი, მან მხოლოდ თავი დამიქნია, თვალები ოდნავ ჩაწითლებული ჰქონდა.
- კიდევ ძინავ, არ გაიღვიძა, მარტო ის მითხრა რომ ჩავხუტებოდი.
- კარგი მოდი ექიმთან წავიყვანოთ კარგი? - თავი დამიქნია, ტეილორს ჩემი კურტკა ჩავაცვი, ხელში ავიყვანე - ლივ მანქანის კარი გააღე
- მაშინვე გაიქცა და კარები გააღო, თავის მოსაცმელიც აიღო. ტეილორი არ განძრეულა, უკანა სავარძელზე დავაწვინე, ლივიც მასთან დაჯდა და თავზე ფერება დაუწყო.
უახლოეს საავადმყოფოში მივედით, რომელიც 20 წუთის სავალზე იყო.
მიმღებში დახმარება ვითხოვე, ტეილორი მანქანიდან გადმოვიყვანე და საკაცეზე დავაწვინე
- რამდენიხანია უგონოდ არის - ექიმმა მკითხა
- ამ რამდენიმე საათი
- რაიმე დაავადება ხომ არ აქვს? წამლებს ხომ არ სვამს?
- არა, მასეთი არაფერია - საკაცით ერთ ოთახში შეიყვანეს , შესვლის უფლება არ მომცეს, დერეფანში ლივთან ერთად სკამზე დავჯექი.
- დედიკო კარგად იქნება? - მკითხა თან ჩამეხუტა
- რათქმაუნდა პრინცესა, ის კარგად იქნება, არფერი მოუვა - უფრო ჩემს თავს ვუთხარი ვიდრე ოლივს. აღარაფერი უთქვამს თავი დამადო, ალბათ დაღლილია და ეძინება. როცა დავხედე თვალები დაცუჭული ჰქონდა, ექთანს ვკითხე ცარიელი პალატა სადმე თუ იყო, მანაც ოთახში მიმასწავლა და ოთახში ლივთან ერთად შევედი, საზოლზე დავაწვინე და საბანი დავაფარე. მე ისევ დერეფანში დავბრუნდი, როდესაც გარეთ გავედი იქიმი დავინახე, რომელიც ტეილორს მკურნალობდა, მასთან მივედი
- როგორ არის?
- სანერვიულო არაფერია, ყოველი შემთხვევისთვის ანალიზები ავუღეთ, მალე იქნება პასუხები.
- კარგი მადლობა. - წასვლა დააპირა თუმცა შევაჩერე - მისი ნახვა შეიძლება?
- დიახ შეგიძლიათ, თუმცა ისივ ძინავს
- კარგით  - ექიმი წავიდა, მეკი მისი პალატის კართან ვდგავარ, არ ვიცი შევიდე თუ არა,  არ ვიცი რა უნდა ვუთხრა როცა გაიღვიძებს. კარი ოდნავ შევაღე, ხელი მუცელზე ედო, თმა კი აქეთ-იქიათ ეყარა, მშვიდად ეძინა. შიგნით შევედი კარი ფრთხილად შევაღე, შევეცადე უხმაუროდ შევსულიყავი, რაც მგონი გამომივიდა, კარი უხმაუროდ დავკეტე, მასთან ახლოს მივედი, საწოლთან მდგომ სკამზე ჩამოვჯექი, მის სახეს დავუწყე ყურება, რომელიც ისევ ფერმკრთალი იყო, ხელი ხელზე დავადე და ფერება დავუწყე

- ნეტავ შემეძლოს შენთვის ყველაფრის დავიწყება, შენი ტკივილის წაღება. არ უნდა წასულიყავი, შეგვეძლო ერთად გავგმკლავებოდით ყველაფერს - ოდნავ შეირხა და თავი ჩემსკენ გადმოატრილა, თვალები დაახამხამა, მალევე კი გაახილა
- ჰარი
- ჰო
- აქ რა გინდა? სიზმარში ვარ? აქ არ უნდა იყო
- აქ ვარ. რეალური ვარ. საავადმყოფოში ვართ, ლივმა მითხრა რომ ცუდად იყავი
- რა? - ოთახი მოათვალიერა - აქ რა მინდა? ლივი სად არის - წამოდგომა სცადა, თუმცა სისუსტისგან ისევ საწოლში დაწვა
- აქ არის სძინავ. მასზე არ იდარდო, ჯობს შენ თავზე იფიქრო, ექიმმა ანალიზები აგიღო მალე გავიგებთ ცუდად რატომ ხარ.
- აქ არ უნდა იყო ჰარი. ის მართალი იყო. - თქვა და ჭერს შეხედა
- ვინ იყო მართალი - არაფერი მიპასუხა - ტეილორ
- ჯოი, მართალი იყო. ჩემს გვერდით ყველა უბედურია, შენც, ოლივიაც - თვალს მარიდებდა
-  შემომხედე - არ განძრეულა კიდევ ერთხელ გავუმეორე - შემომხედეთქო - შემომხედა - ის მართალი არაფერში არ არის, შენთან მეც და ოლივიაც ბედნიერები ვართ. მეორედ ასეთი რამ არ თქვა.

ნახევარი საათი გავიდა, არცერთს ამოგვიღია ხმა, სიჩუმე მხოლოდ კარის გაღების ხმამ დაარღვია.
ოთახში ექიმი შემოვიდა, ტეილორს მისთვის არ შეუხედავს, ისევ უმისამართოდ იყურებოდა.
- პასუხები მოვიდა - ბოლოს საუბარი ისევ მე დავიწყე.
- დიახ...
- ცუდი ხომ არ არის ?
- არა ცუდი არაფერი არ არის, პირიქით
- პირიქით რას ნიშნავს? - ტეილორმა იკითხა
- გილოცავთ, ორსულად ხართ, არ იცოდით?

Everything Has ChangedWhere stories live. Discover now