38

141 29 4
                                    

Harry's POV

შიგით არც შემოსულა  ისე დაიწყო ყვირილი
- რა უფლებით წამოიყვანე - მომვარდა და ხელი პერანგის საყელოში მომკიდა. - ვინ მოგცა ამის უფლება...
- შეწყვიტე - დავიყვირე და მისი ხელები მოვიშორე - ორივემ ვიცით ეს რომ არ გამეკეთებინა არ დაბრუნდებოდი - უკვე დამშვიდებულმა ვუთხარი
- ეს არცერთმა ვიცით, შეიძლება
დავბრუნებულიყავი. - ამ სიტყვების თქმისას არ მიყურებდა, ყველაფერს უყურებდა ჩემს გარდა.
- იტყუები, ჩემი მოტყუება არ შეგიძლია ეს რით ვერ გაიგე, შეიძლება სხვა  მოატყუო მაგრამ მე ვერა. გითხარი რომ შენს წასვლაზე სხვა დრის ვილაპარაკებდით ახლა კი მგონი ამის დროა - მისმა ნახვამ და ორაულობამ სულ გადამავიწყდა, რაც გააკეთა, დამავიწყდა ყველაფერი რაც ამ ერთ კვირაში მოხდა, თუმცა მისმა სიჯიუტემ, ახლა კი ამ სცენამ ისევ გამახსენა მისი ,,დანაშაული"
- მართალია, ალბათ გუშინ ,,ღალბი მზრუნველი " იყავი, ეხლა კი ნამდვილი ჰარი დაბრუნდა. - ხელით ჩემზე მანიშნა
- ნუ ცდილობ რომ გამომიწვიო, ეს არცერთისთვის დამთავრდება კარგად მითუმეტეს ჩვენი შვილისთვის
- ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა სანამ ოლივიას წაიყვანდი
- შეწყვიტე - დავიყვირე, მალევე გავაანალიზე რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, მეორე სართულისკენ ავიხედე, სადაც ოლივიას ეძინა.
ხელი მოვკიდე და უკანა ეზოში გავიყვანე. - ამის დ*დაც, ოდნავი  იმედი მაინც რომ მოგეცა, რომ დაბრუნდებოდი ამას არ ვიზამდი, ბავშვს შენგან უკითხავად არ წამოვიყვანდი, თუმცა შენ... ჯიუტად თქვი დაბრუნებაზე უარი, არავის აზრს არ ითვალისწინებ, არავის უსმენ - აღარ მაინტერესებს რა მოხდება სათქმელს ბოლომდე ვეტყვი - შენი თავის გარდა არავინ გაინტერესებს - მთელ ხმაზე ვყვიროდი, საკუთარ ხმას ვერ ვაკონტროლებ, მისი გაფითრებული სახე დავინახე, თვალზე ცრემლი მოადგა, თუმცა ,,საუბარი" ისევ  გავაგრძელე - ხო არავინ და არაფერი გადარდებს, მთავარია ტეილორს გული არ ეტკინოს, ბავშვი, რომლის გამოც აქ მოხვედი, ორი თვის წინ ფეხებზე გეკიდა, რატომ შეგიყვარდა ახლა? რატომ გადარდებს მისი ბედი? რა მნიშვნელობა აქვს ტესასთან იქმება თუ ჰარისთან, როცა მასზე აზრი შეიცვალე გეგონა რომ იმ ნაბი*ვრის შვილი იყო, რატომ რატომ გახდი მის მიმართ თბილი, მოსიყვარულე ,,დედა" როცა რამდენიმე წლის წინ სულ არ გაინტერესებდა? - როცა სათქმელი დავამთავრე მას შევხედე, უბრალოდ იდგა და მიყურებდა,  არაფრის თქმას აპირებდა, ისევ მე გავაგრძელე - კარგი, ოლივია აქ დარჩება, შენ კი... თქვენ... - ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშვზე დავფიქრდი, უფლებას არ მივცემ ტეილორს რომ შვილს დამაშოროს, ვეღარაფრის თქმა შევძელი, შევბრუნდი და სახლში შესვლა დავაპირე, თუმცა მისმა ხმამ შემაჩერა
- იქნებ იმიტო რომ ვიცოდი? იქნებ ვიცოდი რომ მისიბშვილი არ იყო,  იქნებ ვიცოდი რომ სინამდვულეში ჯოის შვილი იყო.
- რა? - ახლა მე ვიყავი შოკირებული, მან ხომ მხოლო რამდენიმე კვირის წინ გაიგო ამის შესახებ
-  გახსოვს ოლივია საავადმყოფოში რომ მოხვდა? - თავი დავუქნიე, იმ დღეს გავიგე ოლივიას შესახებ. - როდესაც ოლივიასთან საავადმყოფოში მივედი...  მას ჯერ კიდევ ეძინა, იმ მომენტში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა თავში, ჯოი, წლების წინ შემთხვევით ხელი მოიტეხა, მხოლოდ იმიტო რომ ჩემთან, აივნიდან ამოსულიყო, დედა არ აძლევდა გვიან მოსვლის უფლებას ის კი.... - მისთვის არ შემიხედავს თუმცა ვიცოდი რომ ტიროდა, ეს მის ხმაშიც იგრძნობოდა - საავადმყოფოში  წავიყვანე, როდესაც მასთან შევედი უკვე ეძინა, მძინარეს გვერდით მივუჯექი და მის სახეს ვუყურებდი, ლივთანაც იგივე მოხდა, მძინარე ბავშვი დავინახე რომელიც ძალიან გავდა იმ მომენტში ჯოის. არ ვიცი რატომ თუმცა ამ  ორ სიტვაციას ერთმანეთს ვადარებდი, ორივე ჩემს გამო მოხვდა საავადმყოფოში, ორივეს მე ვტკენ. იმ მომენტში ლივში ჯოი დავინახე, იმ დღემდე სანამ სიმართლეს გავიგებდი , იმ მომენტამდე მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი მეგონა, გინებაში მინდოდა ჯოის შვილი ყოფილიყო, თუმცა ეს... რეალური ყოფილა. არსდროს მდომებია ასე სიმართლის არცოდნა, მერჩივნა ასეთ მწარე სიმართლეს... ტყუილში მეცხოვრა... მერჩივნა არ გამეგო ტესას და დედაჩემის დანაშაული.  ბენ...
- და ლივი, სიმართლე რომ არ გაგეგო ლივს შეიყვარებდი? - ახლა შევხედე მას, მერჩივნა მის მდგომარეობაში მე ვყოფილიყავი, მინდოდა მისი ტკივილი წამეყო
- კი, ის იქამდე შემიყვარდა სანამ სიმართლეს გავიგებდი
- მართლია, იქამდე შეგიყვრდა. - მისი სიტყვები გავიმეორე.
- ჩემი სიტყვების დადასტურება არ...
- მე რომ არა სიმართლეს ეტყოდი? - ისე ვკითხე წინადადება არ დავამთავრებინე, ჩემმა კითხვამ დააბნია, ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა
- შენ რომ არა, მას მაინც სხვა ოჯახი ჰყავს
- კარგი - ჩავიცინე - მე და მისი ოჯახი რომ არა რას იზამდი? მოიცა ან და მე გეტყვი რასაც იზამდი - ხელის აწევით გავაჩუმე - მასთან გაიქცეოდი, ყველაფერს მოუყვებოდი, დაქორწინდებოდით, ოლივიას გარდა კიდევ გეყოლებიდათ შვილები და ასე ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდი, ისტორიის დასასრული - ხელებს ჰაერში ვიქნევდი
- შეიძლება - მისი სიტყვები არ გამკვირვებია , ჩავიცინე და გვერდით გავიხედე - ან არა, წარმოდგენაც არ გაქვს მე რას ვიზამდი
- მაშინ მითხარი რას გააკეთებდი, მიდი გელოდები მითხარი
- ვეტყოდი ოლივიაზე, ვეტყოდი მისი შვილი რომ იყო, თუმცა მე და ჯო...
- მაშინ რატომ არ უთხარი, დედაჩემის სახლში შეგეძლო გეთქვა, რატომ არ უთხარი? - დავუყვირე
- ვერ ვუთხარი, შემეშინდა, ეხლაც მეშინია, მეშინია რომ წამართმევს, შენ  არ დაგინახავს როგორი თვალებით მიყურებდა, მზერით მეუბნენოდა რომ ვძულდი, ვერ მიტანს, გული ვატკინე, ჩემი მოკვლა რომ შეეძლოს მომკლავდა კიდეც,  საშინლად მოვექეცი... - მანაც დამიყვირა, ცრემლებს ვეღარ იკავებდა. - ვეტყოდი რომ შვილი გვყავს, თუმცა ვიცი  მას წამართმევდა, ჩემგან წაიყვანდა სამუდამოდ, მისი ნახვის უფლებას არ მომცემდა, იმის გამთელებას ვერავინ შეძლებდა რაც მე გავტეხე, ჩვენი შვილიც კი, მისი გული ნამსხვრევებად ვაქციე, - ცოტახნით გაჩუმა , ცრემლები შეიმშრალა -  შეიძლება შვილი კვირაში რამდენჯერმე ენახებინა ჩემთვის - უკვე აღარ ყვიროდა, პირიქით ძალინ ჩუმად ლაპარაკობდა - ამაზეც თანახმა ვარ, მთავარია სამუდამოდ არ დავკარგო ლივი, ის...- ხელი მუცელზე დაიდო
- ტეილორ - შემეშინდა, კარგად არ გამოიყურება, მისკენ წავედი ნელი ნაბიჭებით, თუმცა ის უკან იწევდა
- არა
- ცუდად ხარ ჯობს ჩამოჯდე - ხელი გავუწოდე თუმცა მოიშორა, ვხედავდი თვალები როგორ ეხუჭებოდა, ცდილობდა გაეხილა თუმცა უშედეგოდ, ფეხი აებნა და კინაღამ წაიქცა, ძლივს მოვასწარი მისი დაჭერა.
- ტეი, ტეილორ..., შემომხედე კარგი - სახეზე ხელს ვუსვამდი თმა სახიდან მოვაშორე
- ჰარი მე...
- ჩუმად  - ვუთარი და იმ წუთას თვალები დახუჭა, გონება დაკარგა. ხელში ავიყვანე და ჩემს ოთახში დავაწვინე. წინდაუკან დავდიოდი, იმედია ორივე კარგად არის, იქნებ საავადმყოფოში წავიყვანო? არა ექიმს დავურეკავ.
ჩემს პირად ექიმს დავურეკე, არ მაინტერესებს პირველი საათი რომ არის, მანაც უარი ვერ მითხრა და 20 წუთში მოვიდა. ტეისთან შევიყვანე წნევა შეუმოწმა, მისი მდგომარეობა ავუხსენი , თქვა რომ დაბალი წნევა ჰქონდა, ნერვიულობის გამო, გონება ამის გამო დაკარგაო.
რაღაც ვიტამინების რეცეპტი მომცა, მითხრა რომ ხვალ შესამოწმებლად მივსულიყავით საავადმყოფოში.

ექიმი გავაცილე, ლივსაც შევხედე დავრწმუნდი რომ ჩვენმა ჩხუმა არ გააღვიძა, სანამ ტეილორთან შევიდოდი სააბაზანოში წყალი შევისხი სახეზე, შემდეგ კი მასთან დავბრუნდი.
ისევ ეძინა, მისი გაღვიძება არ მინდა, უხმაუროდ შევედი ოთახში და მის გვერდით საწოლზე დავჯექი. საკუთარი თავი მძულდა ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავაგდე, ჩვენი შვილის სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდე. მასთან ჩამოვჯექი და თმაზე ფერება დავუწყო
- გთხოვ - მის ყურთან ახლოს დავიჩურჩულე - გთხოვ ყველაფერს ნუ ართულებ, უფლება მიეცი ჩვენს შვილს რომ ოჯახი ჰყავდეს, უფლება მომეცი რომ ლივს მამობა გავუწიო რომელიც ამდენი წლის მანძილზე არ ჰყოლი.

Everything Has ChangedWhere stories live. Discover now