- კარგი, მგონი ყველაფერი გავარკვიეთ - თავი ავწიე, ცრემლები მოვიშორე და ჰარის შევხედე, რომელიც მე მიყურებდა - რა? - უბრალოდ მხრები აიჩეჩა - არ მეძინება რა გავაკეთოთ? - როცა მივხვდი რომ არაფრის თქმას აპირებდა ისევ მე დავიწყე საუბარი.
- არ ვიცი, შენ რისი გაკეთება გინდა?
- ამმ ფილმს ვუყუროთ ?
- კარგი, შენ აარჩიე მე პოპკორნს მოვიტან - თავი დავუქნიე და ფილმის ძებნა დავიწყე, მალე ვიპოვნე ფილმი, ჰარიც მალე მოვიდა, პოპკორნი და წვენი მაგიდაზე დადო. როდესაც ორივე მოვკალათდით ფილმი ჩავრთე. ხელი გადმომხვია და ფილმის ყურება დავიწყეთ.
5 წუთია რაც დაიწყოფილმი ჰარი კი ვერ ისვენებს, ბოლოს ნერვებმა მიმტყუვნა
- ჰარი მოისვენე დავიღალე უკვე
- რა ასე ვერ ვისვენებ
- როგორც გინდა ისე დაჯექი
- შენს გვერდით მინდა - პატარა ბავშვივით დაიუწუნა
- ჰარი....
- მოვიფიქრე - სიტყვა გამაწყვეტინა - ჩაიწიე
- რა? - ვერ გავიგე რატომ მითხრა თუმცა მაინც შევასრულე მისი მითითება და ჩავიწიე. ჰარიმაც ოდნავ ჩაიწია, მდივანზე წამოწვა და თავი კალთაში ჩამიდო, მის მოქმედებაზე გავიღიმე, თვითონ კი ფილმი ჩართო, მის თმებში ხელს ნაზად ვასრიალებდი, თან ფილმს ვუყურებდი - ასე როგორ უყურებ? - ფილმი ისევ დავაპაუზე, რადგანაც ტელევიზორისკენ არ იხედებოდა, მე უფრო მიყურებდა
- რა მოხდა?
- ჰარი ფილმს უნდა უყურო და არა მე.
- მე შენი ყურება უფრო მომწონს
- ჰარიი
- ტეილორ
- მორჩი
- რას?
- ამას
- არაფერს არ ვაკეთებ. - მხრები აიჩეჩა
- თუ ყურება არ გინდა პირდაპირ თქვი
- მინდა, მაგრამ შენი, მიდი ფილმი ჩართე - მითხრა თუმცა თავად ჩართა, ტელევიზორს შევხედე თუმცა სულ აღარ მაინტერესებდა ფილმი, ჰარი ისევ მე მიყურებდა, მის მზერას ვგრძნობდი, რაც სასიამოვნო იყო, მომწონდა რომ ფილმის ყურებას, ჩემი ყურება ერჩივნა . გამეღიმა, ჰარიმაც შეამჩნია
- რატომ იღიმი?
- ისე, არ შეიძლება - მას შევდედე
- პირიქით სულ უნდა გაიღიმო - ლოყაზე ხელი ჩამომისვა - მგონი ფილმს არცერთი ვუყურებთ? - ტელევიზორისკენ მანისნა
- ხო, მართალია, ჯობს დავწვეთ
- როგორც შენ იტყვი პატარავ. - ფეხზე ადგა ხელი ჩამკიდა და მეორე სართულისკენ წამიყვანა
- ჰარი შენს ოთახში ლივს სძინავს?
- არაუშავს საწოლი დიდია სამივე დავეტევით - ლივს ისევ ღრმად ეძინა, საღამურები ჩავიცვი, ჰარიმაც ჩაიცვა და ორივე ლივის გვერდით დავწექით. არ მეძიმებოდა, მგონი არც ჰარის ერთ ადგილას ვერ ისვენებდა ისევ.
- ჰარი
- ჰო
- ჯობს დაიძინო
- ვერ ვიძინებ
- რატომ?
- არ ვიცი უბრალოდ ვერ ვიძინებ - შემომხედა
- ვერც მე - მისკენ გადავბრუნდი, ლივს ჩვენს შორის ეძინა, ხელი თმაზე ჩამოვუსვი.
- ჯობს გავჩუმდეთ თორემ ამ ქალბატონს გაეღვიძება - ჩურჩულით მითხრა, ისიც გადმობრუნდა.
- ჰარი ... - რაღაცის თქმა დავაპირე, თუმცა ლივი გამოძრავდა ჰარის მხარეს გადაბრუნდა, მასთან ახლოს მივიდა და თავი მკერდზე დაადო, ჰარის მის საქციელზე გაეღიმა.
- მოიწიე
- რა?
- შენც მოდი
- ლივი გაიჭყლინტება - ღიმილით ვუთხარი, თუმცა მეც მივიწიე და მათ ჩავეხუტე.
- მგონი ახლა ტკბილად დაგვეძიმება - ჰარიმ თქვა, მართალიც იყო რამდენიმე წუთში ჩამეძინა კიდეც.
YOU ARE READING
Everything Has Changed
Romanceრამდენი ღამე სჭირდება ვარსკვლავის დათვლას? იმდენი დრო დამჭირდება ყველაფრის დავიწყებას, ანუ უსასრულობა, ვარსკვლავებს ხომ ვერ დაითვლი. ჩემი არაა.