40

148 33 4
                                    

Harry's POV

ვუყურებდი როგორ შორდებოდა სახლს, არ მინდოდა წასულიყო, თუმცა ვერაფერს ვიზამდი, ა რა შემეძლო არ გამეშვა, მისი ოთახში ჩაკეტვაც რომ დამჭირვოდა გავაკეთებდი, თუმცა მინდა ტესას დაელაპარაკოს. დამპირდა რომ სისულელეს არ ჩაიდენდა, იმედი ყველაფერი კარგად ჩაივლის. ისიც არ ვიცი ასე უცებ ტესასთან საუბარი რატომ გადაწყვიტა. ოლივთან დავბრუნდი დავინახე როგორ მისძინებია, თავის სათამაშოსთან ერთად, ხელში ავიყვანე და ოთახში დავაწვინე.

taylor'S POV

მანქანაში საშინელი სიჩუმე იყო, სიწყნარის გასაფანტად სიმღერა ჩავრთე, თუმცა მალევე გამოვრთე, ყველა სიმღერა რაღაც მომენტს მახსენებდა წარსულიდან.

ჰარი ალბათ გაკვირვებული იყო, ჩემი გადაწყვეტილებით, თუმცა მადლობელი ვარ რომ არ შემაჩერა. ალბათ ამაზე მისმა სიტყვებმა იმოქმედა, ყოველთვის მეუბნენოდა რომ გაქცევით არაფერი მოგვარდება, აქამდე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, თუმცა ახლა... არ ვიცი რა მოხდა. კაფის წინ გავაჩერე მანქანა, მხოლოდ რამდენიმე მანქანა იდგა, თითქმის თორმეტი საათია, ამ დროს კი ამ ადგილას ყოველთვის სიწყნარეა. იქვე ტესას მანქანაც შევამჩნიე. ღრმად ჩავისუნთქე და მანქანიდან გადავედი, კაფის კარი დაუფიქრებლად შევაღე, ზევით დამაგრებულმა ზარმა თავისებური ხმა გამოსცა, რის გამოც ტესამ კარისკენ გამოიხედა, არ ვიცი მისი გამომეტყველება როგორ ავღწერო, ბედნიერი, შეშინებული, სევდიანი ყველა ემოცია იყო მის სახეზე. კარი ზურგს უკან მივიხურე და მისკენ წავედი ფანჯარასთან იჯდა, მეც მის პირდაპირ დავჯექი, დაჟინებით ყურება დავუწყე, თვალს არ ვაშორებდი, არცერთი ვიწყებდით საუბარს, სიჩუმე ჩვენს შორის მიმტანმა დაარღვია, ტომელიც მელითხ3ბოდა რა მინდოდა, მხოლოდ წვენი შევუკვეთე და ისევ ტესას შევხედე
- აბა - ვუთხარი
- რა აბა
- ველოდები როდის მეტყვი რამეს
- რა უნდა გითხრა
- რა უნდა მითხრა? მეგონა ეს შენ უნდა გცოდნოდა - ხელები მაგიდაზე დავწყვე - მოდი დაგეხმარები, მაგალითან ვისი იდეა იყო ,,მოდი ტეილორს ცხოვრება დავუნგრიოთ"?
- ამას აზრი აქვს?
- მართალია, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, არ ვაპირებ იმის გარკვევას ეს ვისი იდეა იყო, მითუმეტეს დედაჩემი აღარ არის. - მიმტანმა წვენი მაგიდაზე დადგა, მადლობა გადავუხადე. - უბრალოდ...- თვალები დავხუჭე - ეს შენ რატომ გააკეთე? რა დაგიშავე ასე რომ მომექეცი? - ახლა გავახილე თვალები მინდოდა მისი სახე დამენახა როცა პასუხს გამცემდა
- მე... შენ არაფერი დაგიშავებია
- მაშინ რა მოხდა - წინ მივიწიე
- არ ვიცი, სიმართლე ისაა რომ არ ვიცი ამას რატომ დავთანხმდი - არა, მისი ცრემლებით არ მოვტყუვდები.
- უბრალოდ, არ ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა, ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო
- მაინც როგორ, როგორ უნდა ყოფილიყო ყველაფერი - ჩუმად დავიყვირე.
- ბენს არაფერი უნდა დაეშავებინა შენთვის, მხოლოდ ფოტოები უნდა გადაეღოთ, ასე მითხრა. - ბოლი სიტყვა ჩუმად თქვა, მგონი არ უნდოდა გამეგო.
- გითხრა? ვინ გითხრა - პასუხი ისედაც ვიცოდი - დედაჩემმა - თავად გავეცი ჩემა კითხვას პასუხი - გითხრა რომ ფოტოებით შეძლებდა ჩემი და ჯოის დაშორებას, მაშინ შეცდით ეს გეგმა იმიტომ შეადგინა რომ გავენადგურებინე, იმისთვის რომ ჯოისთვის ვეღარ მებრძოლა, იმისთვის რომ თავად მეთქვა მასზე უარი. ასეც მოხდა, ჯოიზე თავად ვთქვი უარი. იცი, ამას შენგან არ ველოდი ტერეზა, ყველაზე მეტად შენ მატკინე გული - ტერეზა. ეს სახელი მისთვის არასდროს დამიძახნია. ვცდილობდი არ მეტირა, ჰარის დავპირდი რომ კარგად ვიქნებოდი არ მინდოდა პირობა დამერღვია. - შენ ყველაზე მეტად მატკინე, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი, უფრო მეტი დასავით მიყვარდი, ჩემთვის და იყავი, ჩემი ძმისგან არ განსხვავებდი, ისე მიყვარდი როგორც ის. დედაჩემისგან, ბენისგან ყველასგან ავიტანდი ამ ტკივილს თუმცა შენ... შენგან ამას არ ვიმსახურებდი. - ცოტახნით გავჩუმდი, ვიცოდი რომ გულს ვტკენდი, თუმცა არ მაინტერესებს, ამაზე ხუთი წლის წიმ უნდა ეფიქრა. ცრემლების შეკავებას ცდილობდა თუმცა უშედეგოდ, საკმაოდ კარგად ვიცნობდი ახლა მისი ემოციები რომ გამეგო - არ ვიცი მომავალში რა იქნება, არ ვიცი ჩვენ ისევ მეგობრები ვიქნებით თუ არა, არ ვიცი ამას ოდესმე გაპატიებ თუ არა.

Everything Has ChangedDonde viven las historias. Descúbrelo ahora