17

200 30 3
                                    

Taylor's POV

ტესას ველაპარაკე, ბენზეც ვუთხარი, ჯობს მიზეზი იცოდეს რატომაც წამოვედი. არ მინდა ლივის გარეშე წასვლა, მასაც თან წავიყვან, არ დავუშვებ რომ ბენმა მასზე გაიგოს, მაგრამ თუ.... ჯანდაბა თუ გაიგო რომ მისი შ... არა, არა? ვერ წამართმევს. ჩემგან ვერ წაიყვანს. არა. არამგონია ბავშვი უნდოდეს.

Flashback

დღეს სამსახურში ადრე დავტოვე, საინტერესო არაფერი მომხდარა, მოლოდ ერთი შეხვედრა იყო ჰარი სტაილსთან, რომელსაც მეც ვესწრებოდი, დღეს ბევრი რამ მოხდა, არ ვიცი ამ კაცმა ჩემში რაღაც გრძნობა დატოვა, თუმცა ვერ ვხვდები რა. როცა შემეხო... მისი თვალები ....
- სულელი ხარ ტეილორ დაივიწყე. - საკუთარ თავს ვუთხარი.
ტაქს ველოდებოდი როდესაც ნაცნობი სახე დავინახე. არა. არა ის არ არის ჩემ თავს ვუთხარი, რადგანაც მაინდამაინც ის ადამიანი არ შემხვდებოდა ქუჩაში, რომელმაც ცხოვრება დამინგრია, მითუმეტეს ჩემს სამსახურთან. ყველაფერზე ვფიქრობდი, მის გარდა, ფიქრებიდან ხმამ გამომიყვანო, რომელიც ჩემს სახელს იძახდა.
- ტეილორ? - დამიძახა - დიდიხანია არ შევხვედრილვართ, რამდენი ხანია? - თქვა და ხელი ნიკაპზე მიიდო თითქოს ითვლიდაო - 4 თუ 5 წელი? - არაფერი ვუპასუხე, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ის იყო
- არა, არა, აქ რაგინდა - ვუთხარი, მინდოდა ძლიერი გამოვჩენილიყავი, რაც არ გამომდიოდა ეს ჩემს ხმაშიც იგრძნობოდა
- ოუუ, ტეილორ იმედია დედას არ დაუძახებ დასახმარებლად? თუმცა დაუძახე არც ადრე დაგეხმარა, ვერც ეხლა დაგეხმარება.
- გაეთრიე, წადი შენი ნახვა არ მინდა, არ გამეკარო - დავიყვირე და უკან მოუხედავად გავიქეცი. არ ვიცი რამდენხანს მივრბოდი, ძალიან დავიღალე. ტაქსი დავინახე და გავაჩერე.
როდესაც სახლში მივედი, ტესასთვის არაფერი მითქვამს, არ მინდა რამე გაიგოს.

იმ დღის შემდეგ ბენი აღარ მინახავს რაც კარგია, თითქმის ერთი თვე გავიდა. სახლში ვარ დღეს სამსახურში არ მივდივარ, სამზარეულოში ვიყავი როდესაც,
ტელეფონზე ესემესი მომივიდა უცნობი ნომრისგან იყო
,,მოგენატრე?" მხოლოდ ეს ეწერე, არც ვიცი ვინ იყო ასერომ უპასუხოდ დავტოვე, ვიფიქრე რომ შეეშალათ. მალე ისევ ისმის ხმა
,, უნდა დამაიგნორო... ელი?"
ელი. ელი. ბენი, ბენია ის მეძახდა ასე. ისევ არაფერი მივწერე.
,,კარგი. ასე გააგრძელე ვნახოთ რამდეხანს დაიმალები"
,, ხო მართლა...." - ბოლომდე არ წერს ჩემი წვალება მოსწონს?
,,საყვარელი შვილი გყავს, შენ გგავს"
რა?, ოლივია ნახა? შეუძლებელია.

Everything Has ChangedWhere stories live. Discover now