თავი 16
Harry's POV
დილით მე და ნაილი ტესასთან წავედით, კარი ბავშვმა გააღო.
- გამარჯობა - თქვა, თან დაგვათვალიერა
- გამარჯობა პატარა ანგელოზო, ჩვენ ტესასთან ვართ - მუხლებზე დადგა ნაილი და ისე უთხრა
- ანგელოზი არ მქვია, ოლივია მქვია - უთრა და სახლში ყვირილით შევარდა - დეიდაა, შენთან არიან - შეგნით შევედით. ტესა მოგვესალმა და მდივანზე დავსხედით. ტეილორი კი არ დაბრუნებულა, არც დღეს გვიპასუხა
- აბა - ვთქვი
- რა აბა? - იკითხა ტესა
- ტეილორი როგორ უნდა ვიპოვნოთ?
- შვილს ხომ არ მიატოვებს, დაბრუნდება - სამზარეულოდან ლუიმ გამოგვძახა. ესენიც აქ ყოფილან. სამზარეულოში შევედით
- ხო როგორ არა დაბრუნდება - თქვა ტესამ ცინიკურად.
- რამის თქმა გინდა ტესა? - ჰკითხა ლუიმ
- კი იმის რომ ტეილორი არ დაბრუნდება, სანამ ამას თავად არ მოისურვებს - გაჩერდა და ბავშვს შეხედა - მის გამოც კი
- მოიცა, ეს რას ნიშნავს. - იკითხა ბეტიმ. ტესამ არაფერი უპასუხია
- თქვი რას ნიშნავს - ლაპარაკში მე ჩავერთე
- იმას რომ ტეილორი მის გამო არ დაბრუნდება
- რატომ?, ის ხომ მისი შვილიაTessa's POV
ჰარი არ აპირებდა დანებებას, იმის სურვილი კლავდა გაეგო რას ვამბობდი, თუმცა ამის თქმა არ შემეძლო.
- ვერ გეტყვი, ეს ჩემი სათქმელი არ არის - ვუთხარი
- ტესა - გაბრაზებულმა წარმოთქვა ჩემი სახელი - ჯობს თქვაიქნებ მართლა უნდა იცოდეს? ზეინმა მითხრა რომ ჰარის მის მიმართ მართლა ჰქონდა გრძნობები. არა. არა. თუ არ ეცოდინება უკეთესია. ჰარის ძახილი დავაიგნორე და სამზარეულოდან გამოვედი, ჩემს ოთახში ავედი, აივანზე გავედი, ეხლა სუფთა ჰაერი მჭირდება. გავიგე კარის გაღების ხმა
- ტეილორს ის არ უნდოდა- ისე ვთქვი უკან არ გამიხედავს, ვიცოდი რომ ჰარი იყო, ასე ადვილად თავს არ დამანებებდა.
- რა? - თქვა - როგორ შეიძლება ასეთი ანგელოზი ბავშვი არ გინდოდეს
- ხო არ უნდოდა, ტეილორი 20 წლისაც არ იყო როდესაც ოლივიაზე ორსულად იყო. - გავჩერდი - თუ ამის მოსმენა მართლა გინდა, ტეილორმა არ უნდა გაიგოს რომ ყველაფერი იცი - ისე ვთქვი რომ არ დავფიქრებულვარ. როდესაც თანხმობა მივიღე მოყოლა დავიწეყე. მოკლედ.........
ჰარი ყველაფერი ვუთხარი, ჩემი დანაშაულის გარდა. მიყურებდა
- მოიცადე ანუ მასზე ძალა იძმარეს? ბავშვი კი.. - თქვა ბოლოს. მე თავი დავუქნიე
- ბავშვი რაც ყველაზე მთავარია - ვთქვი და გავაგრძელე მეორე ამბის მოყოლა - არ უნდოდა, დედამისმა აიძულა რომ გაეჩინა. რამდენჯერმე თავის მოკვლაც სცადა, მაგრამ ორივენი გადარჩნენ. დედამისმა ოლივია დაარქვა პატარას, ტეილორსის საყვარელი სახელი იყო და უნდოდა მისი შვილისთვის დაერქმია, დედამისმა იფიქრა რომ სახელის გამო მაინც შეიყვარებდა, მაგრამ პირიქით უფრო ,,შესძულდა".
როდესაც ლივი დაიბადა ტეილორი მალევე გაუჩინარდა არავინ ვიცოდით სად იყო. ორი წლის შემდეგ ვიპოვნე ვაშინგტოში, ამ დრო უკვე დედამისი გარდაცვლილი იყო, ლივს კი ნატალია უვლიდა. ტეილორი ბავშვზე ზრუნავდა ყველაფერს ყიდულობდა რაც სჭირდებოდა მაგრამ ისე არ ექცეოდა როგორც დედა შვილს. არ ვიცი ეხლა რა მოხდა, თითქოს ტეილორმა მასსა და თავის შვილს შორის არსებული კედელი გაალღო. - გავჩუმდი - ტეიმ ეს ყველაფერი თითქოს დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ წარსულს ვერასდროს დაივიწყებდა. თავს ისე აჩვებებდა ყველას რომ ვითომც არფერი, გამოდიოდა კიდეც, შენ კი - ჰარის შევხედე - როგორც ჩანს მის სუსტ წერტილზე იმოქმედე
ESTÁS LEYENDO
Everything Has Changed
Romanceრამდენი ღამე სჭირდება ვარსკვლავის დათვლას? იმდენი დრო დამჭირდება ყველაფრის დავიწყებას, ანუ უსასრულობა, ვარსკვლავებს ხომ ვერ დაითვლი. ჩემი არაა.