42

141 27 0
                                    

- ტეილორ? - კიდევ ერთხელ დავიძახე, დავინახე სამზარეულოში შუქი ენთო, იქით წავედი, მალევე სამზარეულოდან ტეილორი გამოვიდა
- ჰარი? რა მოხდა? - მგონი შევაშინე
- ამმ - ხელი თმაში შევიცურე - არაფერი, უბრალოდ... კარგი ჯობს დაივიწყო, შენ აქ რას აკეთებ, თანაც ამ დროს?
- არა ჯერ მითხარი რა მოხდა?
- არფერი უკვე ხომ გითხარი
- მაშინ რამ შეგაშინა? - რაუნდა მეთქვა, მეთქვა რომ შემეშინდა როცა ოთახში არ დამხვდა?
- როცა ოთახში არ იყავი ვინერვიულო, მეგონა რამე დაგემართათ - მთლად სიმართლე არ ვუთხარი
- კარგად ვარ
- კარგი და აქ რას აკეთებ?
- ამ ... - მის პასუხს ველოდები, ის კი აქეთ-იქით იყურება - უბრალოდ მომშივდა და ჩამოვედი - მის პასუხზე გამეღიმა
- ოუ, შეგეძლო გაგეღვიძებინე, მე მოგიმზადებდი
- არ მინდოდა შენი გაღვიძება და ჩემითაც შემიძლია მომზადება.
- კარგი - ვუთხარი და სამზარეულოში შევედი - აბა, რას ჭამდი? - სანამ მაგიდასთან მივედი ვკითხე, მაგიდაზე ტოსტი და ფორთოხლის წვენი დავინახე
- ტოსტს, შენც გინდა? - მკითხა, უარის ნიშნად თავი გავაქნიე. - კარგი, მაშინ დავწვეთ. - მითხრა თუმცა შევაჩერე
- მოიცა ჯერ არ გიჭამია - ვუთხარი და ტოსტზე ვანიშნე, რომელიც მახევრადაც არ იყო შეჭმული.
- აღარ მინდა, უკვე დავნაყრდი.
- არა სულ უნდა შეჭამო. დაჭექი - სკამზე ჩრმი ხელით დავსვი მეც ჩამოვჯექი - მიდი ჭამე.
- ჰარი აღარ მინდათქო
- შეიძლება შენ არ გინდა მაგრამ ჩვენს შვილს უნდა. - ხელი მუცელზე დავადე და გავიღიმე.
- მაგრამ...
- არავითარი მაგრამ.
- კარგი, თუმცა თუ ყოველდღე ასე ვჭამე გავსუქდები. - ღიმილით მითხრა
- არაუშავს, მაინც ძალიან მეყვარები. - ტუჩის კუთხეში ვაკოცე.

10 წუთში ოთახში დავბრუნდით, ტეილორი ძლიერად ჩავიხუტე, როდესაც დავხედე, უკვე ეძინა, მეც დაძინება ვცადე.

Taylor's POV

დილით ოლივიას სიცილის ხმა გავიგე, ვიღაცას ელაპარაკებოდა და იცინოდა, ჰარი ჩემს გვერდით იწვა, სახლში კიდევ ვინაა? წამოვდექი და უბრალო შავი შორტი და თეთრი მაისური ჩავიცვი, ქვევით ჩავედი, თუარა ოლივიას კისკისი მომესმა
- ოლივია - დავუძახე და სასტუმრო ოთახისკენ წავედი - რა ხდე... - სიტყვის დასრულება ვეღარ შევძელი
- აქ რა გინდა? - საიდან გაიგო აქ რომ ვიყავი? ან მისამართი როგორ გაიგო? მისი დანახვა გამიხარდა, მიხაროდა რომ ჩემი ძმა მოვიდა, თუმცა ასეთ დროს რატომ მოვიდა?
- კარგი რა ტეი ჯერ ძმას უნდა მიესალმო - გამიღიმა, სანამ საუბარს დავიწყებდი ისევ მან გააგრძელა - კარგი დაივიწყე მე და ოლივია კარად ვერთობით - მას შეხედა ლივიც ბედნიერი ჩანდა - არ უნდა გეთქვა დიშვილი რომ მყავს? - ნაწყენი ხმით მითხრა
- ოუ ბოდიში, ამის სათქმელად ბევრი დრო მქონდა, თუმცა რატომღაც დამავიწყდა - სარკაზმულად ვუთხარი და გავიღიმე, მან მხოლოდ თავი გააქნია
- გუშინდელი საუბარი უნდა დავასრულოთ
- აქ ამისთვის მოხვედი, თანაც დილის 10 საათზე
- ტეილორ
- კარგი, ლივ შენს ოთახში ადი კარგი, გამოიცვალე
- ხომ მაგრამ მე და ბიძია ვთამაშობთ
- სხვა დროს ითამაშებთ

Everything Has ChangedWhere stories live. Discover now