მინდოდა, არა ეთქვა თუმცა ეს მხოლოდ ჩემი სურვილი იყო, რეალობა კი სრულიად სხვა არის.
მამქანისკენ წავედი, თვალთ მიბნელდებოდა თუმცა გზას მაინც ვაგრძელებდი.
- ეს როგორ გამიკეთე ტესა, გენდობოდი ჩემი მეგობარი იყავი - ხელი საჭეს დავარტყი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მოულოდნელად ტელეფონის ხმა გაისმა, ნატალი იყო. ცრემლები შევიმშლარე და ტელეფონს ვუპასუხე
- გისმენ ნატალი
- სად ხარ, ოლივია გკითხულობს
- მალე მოვალ - ტელეფონი გავთიშე და მანქანა დავქოქე. ოლივია, ერთადერთი რის გამოც ამ ყველაფერს უნდა გავუძლო. 5 წუთში ისევ გაისმა ტელეფონის ხმა. უცნობი ნომერი იყო თუმცა მაინც ვუპასუხე
- ალო
- ტეილორ - ეს ხმა, ჯოი
- რატომ მირეკავ?
- უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა, სალაპარაკო გვაქვს.
- ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს ჯოი, ჯობს აღარ დამირეკო
- დღეს მივდივარ, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა რომ აღარ შეგაწუხებ - სევდიანი ხმა ჰქონდა, კიდევ ერთხელ დავწყევლე ჩემი თავი მისი ტკივილის გამო
- კარგი, მშვიდობით
- შეიძლება რაღაც გკითხო - რა უნდა მკითხოს?
- გისმენ
- ოდესმე მართლა გიყვარდი?
- კი, თანაც ძალიან.
- მაშინ რატომ მიმატოვე?
- რადგან შენთან ვერ ვიქნებოდი, როგორც ჩანს ღმერთს ჩვნთვის სხვა გეგმები ჰქონია. ნახვამდის და ყველაფრისთვის ბოდიში, არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა. - მაშინვე გავთიშე ტელეფონი. რა უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი რომ დამევიწყებინა? ვერაფერს ვიზამ, ერთადერთი გამოსავალი ყველაფერთან შეგუებაა, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო ყველასგან და ყველაფრისგან შორს.
პარკიში მალე მივედი შევეცადე, ნამტირალევი თვალები დამეფარა მაკიაჟით.
- ჰეიი - ოლივიასთამ მივედი და ხელში ავიყვანე
- დედიკო - ჩემი გოგონამაც მომხვია ხელები
- აბა რას შვებით - ნატალიც ვნახე
- პატარა ქალბატონს გასეირნება მოუნდა - ლივზე მიმანიშნა
- კარგია მაშინ ეხლა მე და შენ გავისეირნოთ - ოლივიას ვუთხარი - შენ სახლში წადი ნატალი
- კარგი მაშინ დედა-შვილს ერთად დაგტოვებთ.
YOU ARE READING
Everything Has Changed
Romanceრამდენი ღამე სჭირდება ვარსკვლავის დათვლას? იმდენი დრო დამჭირდება ყველაფრის დავიწყებას, ანუ უსასრულობა, ვარსკვლავებს ხომ ვერ დაითვლი. ჩემი არაა.