თავი 18
- შენ...
- გაჩუმდი უბრალოდ... არაფერი თქვა
მანქანისკენ წავედი ტეილორი გაკვირებული მიყურებდა,მის სახეზე ყველანაირი ემოცია იკითხებოდა. მანქანის კარი გავაღე ოლივია ხელში ავიყვანე და სახლისკენ დავიძარი. როცა ტეილორმა ბავშვი დაინახა სახეზე გაფითრებული იყო. მეორე სართულზე ავიყვანე, როცა ტეილორმა კარი გააღო მივხვდი რომ მისი ოთახი იქნებოდა.ბავშვი დავაწვინე, საბანი დავაფარე. უკან რომ მივიხედე ტეილორი აღარ იყო
- ტეილორ - დავუძახე როცა პირველ სართულზე ჩავედი ხმა არ გამცა.
ბოლოს სამზარეულოში ვნახე, ტელეფონზე საუბრობდა.
- შონ წასვლა საჭირო აღარ არის, ოლივია უკვე აქ არის. კარგი. მადლობა.
- უნდა ვილაპარაკოთ - ვუთხარი როცა საუბარი დაამთავრა
- რაზე?
- მაგალითან რატომ გაიქეცი, ან - პაუზა გავაკეთე - რატომ მალავდი შენს შვილს? - ისე ვკითხე თითქოს არაფერი ვიცოდი
- ტესამ არფერი გითხრა?
- არა რა უნდა ეთქვა? - ჩემი მსახიობის ნიჭი გამოვავლინე
- ...... - არაფერი მიპასუხა უბრალოდ ერთ წერტილს უყურებდა
- არაფერს იტყვი? იქნებ თქვა რატომ მალავდი შენს შვილს?
- რადგან ძალადიბის ნაწილია - არ მეგონა ამას თავად თუ მეტყოდა
- რა? ეგ რას ნიშნავს?
- ხომ გინდოდა გცოდნოდა, აი ეს არის სიმართლე ის ძალადობის ნაწილია, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ დაიბადა, არაერთხელ ვცადე მისი მოკვლა - თქვა და ტირილი დაიწყო - არ მინდოდა, არ მინდოდა მისი დაბადება, რადგან ვერ ვიტანდი, იმ ბავშვს ვერ ვიტანდი რომელიც ჩემს მუცელში იზრდებოდა, საშინელი ადამიანი ვარ - თავი ხელებში ჩარგო
- საკუთარ შვილს ვერ ვიტანდი. - არ ვიცოდი რა მეთქვა, უბრალოდ მასთან მივედი და ჩავეხუტე, ცოტახანს ყოყმანობდა მაგრამ ხელები მანაც მომხვია
YOU ARE READING
Everything Has Changed
Romanceრამდენი ღამე სჭირდება ვარსკვლავის დათვლას? იმდენი დრო დამჭირდება ყველაფრის დავიწყებას, ანუ უსასრულობა, ვარსკვლავებს ხომ ვერ დაითვლი. ჩემი არაა.