თავი 12

209 32 7
                                    

თითქოს სამყარო გაჩერა. ყველა პრობლემა დამავიწყდა, ეს კი მისმა შეხებამ გამოიწვია. მალევე გავაცნობიერე რას ვაკეთებდი და მისი მოშორება ვცადე მაგრამ, ვერ მოვიშორე, ამიტომ დავნებდი და მეც ავყევი კოცნაში, ამას კი მისი ჩაღიმება მოჰყვა. არ ვიცოდი რას ვგრძნობდი, კოცნისას ასეთი რამ არ მიგრძვნია, არც ჯოისთან(მოგვიანებით გამოჩნდება). ბოლოს ჰაერი აღარ გვეყო და ერთმანეთს მოვშორდით. ორივე ღრმად ვსუნთქავდით. არცერთი ხმას არ ვიღებდით, უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით. ბოლოს სიჩემე მე დავარღვიე
- ყველას ასე კოცნი ვინც შენგან შორს ყოფნას ცდილობს? - ვკითხე
- ანუ ამბობ, რომ ჩემგან შორს ყოფნა გინდა? - ეშმაკური ღიმილით მკითხა - მაგრამ დაწრმუნელულივარ რომ ეს არ გინდა - თქვა
- და რაიცი რომ არ მინდა? - და მართლა მინდა ეს? საკუთარ თავსაც დავუსვი იგევე კითხვა. იქნებ მინდა მასთან ერთად ყოფნა, მაგრამ წარსულის გამო გავურბივარ.
ან რას ვგრძნობ მის მიმართ.
- კარგი - მოულოდნელად თქვა - მაშინ მითხარი რატომ არ გინდა ჩემთან ყოფნა - ნელ- ნელა ბრაზდება ამაზე მისი გამომეტყველებაც ამტკიცებს
- მე.. - აი ახლა კი ვერაფერი ვუპასუხე - უნდა წავიდე - მხოლოდ ეს ვთქვი და მისგან განვთავისუფლდი. ავდექი. ჰარიც წამოდგა ნივთები აიღო და მანქანსკენ წავიდა. მაგრამ მე მისი მანქანისკენ არ წავსულვარ. გზას მივუყვებოდი, თან ჰარის ხმა მესმოდა
- ტეილორ, დაიცადე - ყვირის
- ტეილორ
- ......არ მივბრუნებულვარ. მალე ფეხის ხმა გავიგე და ნაბიჯებს უფრო მოვუჩქარე.
- გითხარი დაიცადეთქო - თქვა, უფროსწორად დაიყვირა.
მალე ხელზე შეხება ვიგრძენი, ისე რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი ჰარის მკერდზე ვიყავი აკრული.
- გამიშვი - ვთქვი.
- რატომ? ასე რატომ იქცევი ? რისი გეშინია? - მკითხა გაბრაზებულმა
- არაფრის არ მეშ.....
-არ გაბედო და ეგ არ თქვა შენი ლექსიკონიდან ,,არაფერი" საერთოდ ამოიღე. - დამიყვირა
- შენი საქმე არ არის
- კარგი მაშინ მე გეტყვი - თქვა თუ არა თვალები გამოფარყოვდა
- ვინმეს შეყვარების გეშინია, ნდობის გეშინია ტესას გარდა. ამის მიზეზი რა არის? - თქვა ყვირილით. არ იცის ან საიდან უნდა იცოდეს
- გამიშვიი
- არ გაგიშვებ სანამ არ მეტყვი
-....
- მითხარი, თორემ ჩემით გავიგებ, გპირდები რომ აუცილებლად გავიგებ.
- ჩემი წარსული შენი საქმე არ არის
- დავიყვირე
- უკვე ჩემი საქმეა. ორი დღე გაქვს ან შენით მეტყვი ასე რატომ იქცევი, ან თავად გავიგებ - თქვა და ხელი გამიშვა - წამოდი სახლში წაგიყვან - თქვა მაგრამ მას არ გავყოლილვარ. გავიქეცი. ჰარი ყვიროდა რომ გავჩერებულიყავი, მაგრამ მე გზას ვაგრძელებდი, ბოლოს ჰარი სტაილსს მოვშორდი. გზაზე გავედი და გაურკვეველი მისამართით წავედი. ვფიქრობდი. ვფიქრობდი, ჰარის სიტყვებზე, მართალიც არის მეშინია, რომ ისევე მეტკინება გული როგორც ბენმა მატკინა, ის ჩემთვის არავინ იყო მაგრამ მაინც მეტკინა. ერთი განებირვებლი ბიჭი იყო, კოლეჯის გოგონები მასზე გიჟდებოდნენ, ჩემს გარდა. არასდროს არ მომწონდა ბენ მილერი, თუმცა ის ყოველთვის იღებს რაც უნდა

Everything Has ChangedOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz