VII თავი

62 2 0
                                    



       გადიოდა დრო... ბავშვები იზრდებოდნენ... ალექსანდრა უკვე ერთი წლის იყო, ძალიან ლამაზი პატარა ყავისფერი შველის თვალებით, ქერა კულულა თმით, მრგვალი პირი-სახით და პატარა ნაკვთებით. ნებისმიერ გამვლელს მისი სილამაზე გულგრილს ვერ ტოვებდა. ნინაც ბედნიერი იყო, მისი სიხარული ყოველ მის ქცევაში იგრძნობოდა. გიორგი კი როგორც ყოველთვის, დილით ადრე და საღამოს გვიან, ბევრჯერ გამთენიისას ბრუნდებოდა, ისე გადიოდა კვირეები, რომ შვილები მამას ვერ ხვდებოდნენ. მთელი ოჯახის სიმძიმისი ნინას კისერზე გადადიოდა.

       ზამთრის სუსხიანი კვირა დილა გათენდა, შვიდი დეკემბერი... გიორგი დილით პოლიციაში გადაუდებელ საქმეზე დაიბარეს. იგი როგორც ყოველთვის, ადგა, წყალი გადაივლო და მძღოლი დაიბარა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა.

      სამსახურში ახალი ამბავი დახვდა, რასაც არ მოელოდა. მისი გადაყვანა მოითხოვეს სოფლის ღვინის ქარხნის დირექტორად, რადგან ასე აწყობდა ვიღაცას, როგორც თავად გამოუტყდნენ, ზემოდანო. დიდად არ გახარებია გიორგის ეს ამბავი, მაგრამ თავს ზევით გზა არ იყო, რადგან ზემოდან სიტყვა კანონი იყო და უნდა დამორჩილებოდა.

     სახლში მისულმა ცოლს მოუყვა სამსახურის შეცვლის შესახებ. ნინას მაშინვე გულზე ცუდათ ენიშნა. ჭკვიანი ქალი იყო და კარგად იცოდა რომ შესაფერისი დრო არ იყო სამსახურის შეცვლა:

- ახლა როცა ყველა თავისი ოჯახის გადასარჩენად თავს პოლიციას აფარებს, შენ კი ამ დროს მოდიხარ პოლიციიდან და მგლის ხახაში აგდებ შენს ოჯახს. დაგავიწყდა რა დროა?! მხედრიონი ყოველ ნაბიჯშია ჩასაფრებული და შენს წაბორძიკებას ელოდება!-ნინა გაგიჟდა ამ ამბის გამგონე და დაუცველობის შიშმა შეიპყრო.

- ნუ გეშინია ნინ, ყველა ჩემი მეგობარი პოლიციაშია, მაგათი შიშით აქ ვერავინ შემოვა, უბრალოდ ვერ გაბედავენ!-დარწმუნებული იყო გიორგი თავის სიტყვებში.

       თუმცა ნინას ტკივილი გიორგის აღარ ესმოდა, იგი უკვე დიდი ხანია სხვა განზომილებაში ცხოვრობდა... წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გიორგი ოჯახზე და შვილებზე ფიქრობდა. მისი მთელი დღის საქმენ დილიდანვე ქეიფი, ჭიქის მეგობრები და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყო. ძალიან რთულია ოჯახის ქალისთვის ამ ყველაფრის მშვიდათ ატანა, მაგრამ ნინა შეძლებისდაგვარად, რკინის მოთმინების სიმტკიცით ცდილობდა ამ ყოფისათვის უთქმელად გაეძლო.

      გადიოდა დღეები, თვეები... ნინა სამსახურით, შვილებით და საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული, გიორგი კი ქარხნის ამბავს აგვარებდა. მას დიდი დავალიანება, ფინანსური გარღვევა დახვდა ქარხანაში, რისი გასწორება და გადაფარვა მისი დანაზოგიდან გახდა საჭირო.

     საშინელი პერიოდი იდგა საქართველოში. აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული და მთელ ქვეყანაში განუკითხაობა იყო, მხედრიონული დაჯგუფებები ყველგან თვითნებურად დათარეშობდნენ. გიორგი კი მაინც დარწმუნებული იყო, რომ იგი და მისი ოჯახი ხელშეუხებელი იყო, მას თავისი პოლიციელი მეგობრების იმედი ჰქონდა. თუმცა ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის. სწორედ რომ მაშინ გიმუხთლებს ბედი და ადამიანი, როცა მას ყველაზე ნაკლებად ელი.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now