XXXIV თავი

41 1 0
                                    


    მარი ქუჩაში მიდიოდა და ცრემლები თავისით, ღაპა-ღუპით ცვიოდა.

    ლილი ბებოს სახლს უახლოვდებოდა, გაოცებისგან, მოულოდნელობისგან ნაბიჯს მოუკლო და ადგილზე გაიყინა, თვალებს არ უჯერებდა, ლილი ბებოს სახლს დედა და ნატა უახლოვდებოდნენ ... თავში ათასმა ფიქრმა გაუელვა. „ნუთუ დედამ გაიგო ღამე სახლში რომ არ გამითენებია?!".

     დედას გადაეხვია და უჩვეულო ხმის კანკალით ჩამოსვლის მიზეზი ჰკითხა.

- მამაშენი ხაშურში წავიდა, ჩვენ კი გზად დაგვტოვა, საღამოს გამოგვივლის და ისევ სოფელში წაგვიყვანს. შენს სანახავადაც უნდა ამოვსულიყავით. რა კარგია რომ მოხვედი, ლილი ბებოსთან საქმე გქონდა?! შემომხედე! - ნინამ მარის თვალებში ჩახედა, დედას ხომ არაფერი გამოეპარებოდა-ნამტირალევი ხარ?!

- არა დედი, რატომ უნდა მეტირა?! რომ მოვდიოდი თვალებში მტვერი შემეყარა და მოვიფშვნიტე.-იცრუა მარიმ. დედამ დაუჯერა...-ლილი ბებო კი დიდი ხანია არ მინახავს და მოვაკითხე, ისე კი რა უცნაური დამთხვევაა ჩვენი შეხვედრა?! - დედას გაეღიმა და სახეზე მოეფერა.

    ლილი ბებო სახლში დახვდათ. მოხუცმა მათი დანახვით გაიხარა... გაუმასპინძლდა სტუმრებს, დააპურა და მთელი დღე საუბარში გალიეს.

    მოსაღამოვდა... მარიმ მოსვენება დაკარგა. მას ფიქრები არ ასვენებდა, დღევანდელ საღამოზე ფიქრობდა. ძალიან უნდოდა გადარჩენილიყო და თავის თავში ძალა მოენახა, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანად დაესრულებინა. იგი ხშირად საათს უყურებდა... გახდა ცხრა, ათი... თერთმეტი საათი... ნინას გიორგის მოლოდინში იქვე საწოლზე ჩაეძინა. მარის ეგონა, რომ საღამომ მშვიდად ჩაიარა და შვებით ამოისუნთქა. გაიფიქრა, „ალბათ სანდრო და მისი მეგობრები ლოდინით დაიღალნენ და სახლში წავიდნენო." მაგრამ ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით და სიურპრიზებითაა აღსავსე... ცხოვრება იგივეა, რაც იღბლიან ბორბალზე ფსონის დადება სარისკო კოეფიციენტზე. თუ იღბალი შენს სასარგებლოდ ითამაშებს, მაშინ ძალიან გაგიმართლებს. თუ არადა წააგებ, მთელ ცხოვრებას წააგებ...

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now