XXXVII თავი

26 1 0
                                    


    დღეები მიდიოდა... მხიარულება მალე დასრულდა... ხალისიანი და „ყოვლის შემძლე" სანდრო მალევე შეიცვალა. ხშირად არ იყო სახლში, მეგობრებთან ყოფნას შეჩვეული სულ მათთან ერთად უნდოდა და დილიდანვე სახლიდან გასვლის მიზეზზე ფიქრობდა.

    მარიმ ძალიან მოიწყინა... დედაზე არაფერი იცოდა და ფიქრებით სულ მასთან იყო. ძალიან ენანებოდა ასეთი ტანჯვისთვის, მის გამო ოთახში ხშირად იკეტებოდა და ჩუმად ტიროდა. მეგობრებიც აღარ მოდიოდნენ, ყველას თავისი საქმე ჰქონდა...

    სამი კვირის შემდეგ მამამ დარეკა... ყველას სოფელში ეპატიჟებოდა და დედასთან შერიგებას აწყობდა. მარი მამას ზარმა ძალიან გაამხიარულა.

    შემდეგ დილას გიორგიმ წყვილს თბილისში მძღოლი გაუგზავნა. ლანა და სოსო არ გაჰყვნენ, „ჩვენ არ დაუპატიჟებივართო", მათ თურმე ცალკე მოსაწვევი სდომებიათ. მარი იმდენად იყო აღფრთოვანებული დედასთან შესახვედრად რომ მიდიოდა, მათთვის ყურადღება არც კი მიუქცევია.

    დედასთან შეხვედრამდე მარი ძალიან ღელავდა. გზა რაც უფრო მოკლდებოდა მით უფრო ემატებოდა ნერვიულობა. სანდრო კი კითხვას კითხვაზე უსვამდა, აინტერესებდა როგორ ცხოვრობდნენ და როგორი სახლი ჰქონდათ. მარი გააბრაზა მისმა უტიფრობამ და გადაწყვიტა ზალიან მშვიდათ გახუმრებოდა:

- შეხედე ამ სახლს- მიუთითა გზად შემხვედრ ყველაზე გაპარტახებულ სახლზე,- კიდევ უარესია, თუ წვიმა მოდის, სახლში ქოლგით დავდივართ და ეზოს საპირგარეშოში რომ შეხვალ ფრთხილად უნდა იყო, ფეხი ფიცარზე არ დაგიცურდეს და შიგნით არ აღმოჩნდე, შეიძლება ვერ გადარჩე, რადგან ყვირილსაც კი ვერ მოასწრებ ისე უცებ გშთანთქავს! - სანდრომ ცოტა მოიწყინა, რადგან სიმართლე ეგონა. მარიმ კი გულში კმაყოფილებით ჩაიცინა. ეწყინა ქმრისგან ასეთი ცხოველური ინტერესი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. მძღოლი კი მათ საუბარს თავისთავად ისმენდა და მარის პასუხზე ეღიმებოდა.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now